სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოცნების" ამნისტიის კანონი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება

"ოცნების" ამნისტიის კანონი მიხეილ სააკაშვილს არ შეეხება - ამნისტრიებული მუხლებიდან ამოიღეს ის, რითიც სასჯელს მესამე პრეზიდენტი იხდის.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ "მასშტაბურ კრიმინალებს ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს"

ჯერ ზედა მასშტაბურ დანაშაულებზე ვისაუბროთ და მერე დანარჩენებს გავყვეთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილი არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ აღიარებული სისხლის სამართლის დამნაშავე. იმ პირებს და იმ მასშტაბურ დამნაშავეებს, რომლებსაც აქვთ გაფლანგული 9 მილიონი ლარი, რომლებიც აორგანიზებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ ოპონენტებს, ესეთ მასშტაბურ კრიმინალებს ამნისტიის არცერთი პროექტი არ უნდა შეეხოს", - ამბობს იონათამიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100