სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Samsung Galaxy A9 - ფლაგმანური და საშუალო კლასის შერწყმა

სამსუნგმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია ფლაგმანურ სმარტფონთა ბაზარზე, თუმცა ტენდენცია იცვლება და რავალკამერიანი სისტემის მქონე სმარტფონებისადმი საზოგადოების ინტერესი სულ უფრო იმატებს. მიუხედავად ძლიერი ფლაგმანებისა, სამსუნგის ბიუჯეტური სმარტფონები ნაკლებად კონკურენტუნარიანი იყო 2018 წლამდე, სანამ Galaxy A7-ის სახით კომპანია მომხმარებელს სრულიად ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებდა. როგორც ჩანს სამსუნგი გაჩერებას აღარ აპირებს და მრავალ კამერიანი სისტემის მაღალ კლასში დანერგვასაც ისახავს მიზნად, ხოლო ამ მიზნის მიღწევის გზები ნამდვილად სწორადაა შერჩეული, რადგან პირველი სამკამერიანი საშუალო კლასის Galaxy A7-ის, 2 კამერიანი Galaxy Note8-ისა და Galaxy S9+-ის შემდეგ, ბაზარზე ჩნდება მსოფლიოში პირველი, ოთხკამერიანი სმარტფონი. დიახ, არ მოგეჩვენათ, Galaxy A9-ის სისტემა 1 ძირითადი და 3 დამხმარე კამერის სახით არის წარმოდგენილი, რის გამოც საზოგადოებამ ის გამოსვლამდე შერაცხა .. ინსტაგრამის ტელეფონად.

გასაკვირი არაა, რომ ტელეფონში ყველაზე საინტერესო სწორედ მისი 4 კამერიანი სისტემაა, თუმცა მის განხილვამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, როგორც სმარტფონის დახვეწილი დიზაინი, ასევე მისი საკმაოდ მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები.

მისი ვიზუალით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება უდაოდ დადებითია. მეტალის კორპუსი, მცირე ზომის ჩარჩო, მინის წინა და უკანა პანელი, 162.5 x 77 x 7.8 მმ პარამეტრები, ლურჯი, ვარდისფერი და შავი შეფერილობა, 2 სიმბარათი (განცალკევებული სლოტებით) და ეს ყველაფერი 6.3 ინჩიანი ეკრანის კვალობაზე, რომლითაც Galaxy A9, Galaxy Note9-ზე გრძელი და განიერია. მიუხედავად მისი ზომისა ტელეფონი სულ რაღაც 183 გრამს იწონის, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გამოყენებისას არაკომფორტულობის შეგრძნება მინიმუმამდე არის დაყვანილი. რ თქმა უნდა სმარტფონის მოხმარებისას დისკომფორტს მხოლოდ მისი წონა ან ზომა არ იწვევს, რაც სამსუნგმა გაითვალისწინა და წარმოგვიდგინა თითის ბიომეტრიული სკანერი უკანა პანელის ცენტრში, თუმცა მის განბლოკვა პინკოდით და სახის ამომცნობი სენსორითაც არის შესაძლებელი. ხმის მარეგულირებელი და განბლოკვის ღილაკები მარჯვენა პანელზე განგლაგდა. ასევე ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ სამსუნგი ზრუნავს მელომანებზე, ამ კუთხით არ მიჰყვება აშკარა დისკომფორტის შემქმნელ ტრენდს და არ აქრობს მისი პროდუქტიდან აუდიო პორტს, რომელიც რა თქმა უნდა Galaxy A9-შიც გვხვდება 3.5 მილიმეტრიანი ზომით. Galaxy A9 თანამედროვე USB TypeC პორტითა და სწრაფი დამუხტვის რეჟიმითაა აღჭურვილი, ხოლო სრული კომფორტის მისაღწევად შეძენილი აქვს ლურჯი განათების ფილტრაციის ფუნქცია, Always on Display, დაცული საქაღალდე და NFC ანტენა სმარტფონით ტერმინალზე გადახდისთვის (ამისათვის საჭიროა TBC ან საქართველოს ბანკის აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელეფონში, თუმცა არაოფიციალური სმარტფონი ამ ფუნქციის შესრულების გარანტიას ვერ მოგცემთ).

სასიამოვნო დიზაინი სამსუნგისგან დიდი ხანია გასაკვირი აღარაა, თუმცა სმარტფონში ისეთი ტექნიკური მონაცემები, როგორიც Galaxy A9-ში გვხვდება, სასიამოვნოდ გასაკვირია. უახლესი ოპერაციული სისტემა, 8 ბირთვიანი Snapdragon 660 პროცესორი პრემიუმ კლასის სმარტფონთა პროცესორებთან მაქსიმალურად მიახლოებულია, მითუმეტეს მაშინ, როცა მას ზურგს უმაგრებს 6 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება. ტელეფონის შიდა მეხსიერება 128 GB-ია, რომლის შევსება ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ ეს თქვენთვის მაინც პრობლემად იქცევა, დამატებითი მეხსიერების ბარათით მისი 512 GB-დე გაზრდა შეგეძლებათ.

ეკრანის ზომის შესახებ ზემოთ უკვე ვასხენეთ, თუმცა ზომა არაფერს ნიშნავს თუ მასზე სასიამოვნო გამოსახულება არ ჩანს. Super AMOLED ტიპის FHD+ 18.5:9-ზე რეზოლუციის მქონე ეკრანი, მისი მკვეთრი, ნათელი ფერებითა და მაღალი დეტალიზაციის მქონე გამოსახულებით ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ, თანაც არ დაგავიწყდეთ რომ ტელეფონს 3800 მილიამპერიანი ბატარეა აქვს, იმაზე უფრო მძლავრი ვიდრე Galaxy S9-სა და S9+- და მისი მეშვეობით თქვენი სიამოვნება არც თუ ისე მცირე ხანს გაგრძელდება (საშუალოდ 9-10 საათი). ამ ტელეფონის ტექნიკური მინუსი საკმაოდ მცირე და უმნიშვნელოა, რომელსაც უკაბელო დამტენის არ არსებობა წარმოადგენს, უმცა უკაბელო დამტენი, სადენიანი სწრაფი დამუხტვის ფუნქციის არსებობისას აუცილებელი ნამდვილად არაა.

კიდევ ერთი ინოვაცია სმარტფონ ინდუსტრიაში!

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Galaxy A9 პირველი ოთხკამერიანი სმარტფონია მსოფლიოში. ამსუნგის მხრიდან ეს ნამდვილად საინტერესო გადაწყვეტილებაა, რომლითაც იგი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მეტი სიამოვნება მიიღონ მათთვის საყვარელი საქმიანობით, გადაიღონ უფრო მეტი და უფრო მაღალი ხარისხის სურათები ხელმისაწვდომი ფასის მქონე ტელეფონით.

უფრო დეტალებში რომ განვიხილოთ ეს ინოვაცია, განხილვის პირველ ობიექტად აუცილებლად მთავარი 24 მეგაპიქსელიანი კამერა უნდა შევარჩიოთ. მისი ფუნქციაა ძირითადი სამუშაოს შესრულება ავტორეჟიმით გადაღებისას. იგი იღებს მაღალი დეტალიზაციის მქონე სურათებს როგორც დღის სინათლეზე, ისე დაბალი განათების პირობებში F/1.7 დიაფრაგმის საშუალებით.

მეორე 5 მეგაპიქსელიანი კამერა მთავარ კამერასთან კომბინირებს და სურათის ცოცხალი ფოკუსით გადაღებას უზრუნველყოფს, რაც ეფექტური პორტრეტული რეჟიმის კადრების გადაღების საშუალებს გვაძლევს ფონის დაბუნდოვანებით.

მესამე 10 მეგაპიქსელიანი კამერა, თავისი ლინზით ტელეფოტოს ტიპის კამერებს განეკუთვნება, რომელიც ორმაგი ოპტიკური მოახლოვების საშუალებას გვაძლევს და რაც მთავარია დეტალიზაციის დაკარგვის გარეშე.

ხოლო მეოთხე კამერა 8 მეგაპიქსელითა და 120 გრადუსიანი ხედვის კუთხის მქონე ლინზითაა წარმოდგენილი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავიღოთ ულტრა ფართო კადრები და ჩავატიოთ ერთ სურათში იმდენი, რამდენიც არასდროს.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს A9-ის ფრონტალური, სელფი კამერა, რომელიც მთავარი კამერის მსგავსად 24 მეგაპიქსელიანი სახით გვხვდება და აღჭურვილია სელფი ფოკუსის, განიერი სელფისა და ვირტუალური ემოჯის ფუნქციებით, რაც ასევე იშვიათობაა, მითუმეტეს მაშინ როცა მის მიერ გადაღებული სურათის ხარისხი, ისეთივე მაღალია, როგორც მისი პიქსელთა რაოდენობა.

მცირე პრობლემას ვხვდებით კადრების ოპტიკურ სტაბილიზაციის არ არსებობის გამო, თუმცა დანარჩენი ფუნქციების ფონზე ეს იმდენად შეუმჩნეველი რჩება, რომ პრობლემას ნამდვილად არ შეგიქმნით.

საბოლოო ჯამში Samsung Galaxy A9, დახვეწილი დიზაინის, ძლიერი ტექნიკური მახასიათებლებისა და მაღალი ხარისხის ოთხმაგი კამერის მქონე ტელეფონია, რაც სრულიად დამაკმაყოფილებელია სმარტფონის მომხმარებლებისთვის. ამ პროდუქტში ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ თქვენ მიიღებთ პრემიალური ტელეფონის შეგრძნებებს სრულაიდ ხელმისაწვდომ ფასად.

არ დაგავიწყდეთ, რომ შეიძინოთ მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან #ჰოლოგრამაგიცავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100