ივერი მელაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის - მე ვგრძნობ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომელმაც მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
"როგორც იქნა მოხდა ის, რომ გამათავისუფლეს. ეს როგორც საზოგადოების დამსახურებაა პირველ რიგში, ჩემი ადვოკტატების დამსახურებაცაა. ახლა დანარჩენი პროცესი წარიმართება და იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ. არავითარი საფუძველი არ არსებობდა დაკავების, მაგრამ დამაპატიმრეს. კარგია, რომ გამათავისუფლეს. გირაოს საერთოდ არ ვეთანხმებოდი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. არსებითად არ ვეთანხებოდი გირაოს", - განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასადმი აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე იმსჯელა და 20 ათას-20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
კომენტარი