გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის განაჩენი ცნობილია
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვნის განაჩენი ცნობილია.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, დღევანდელ პროცესზე, ფეხბურთელ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები - ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი, დამნაშავედ ცნო.
გამოძიება დაკავებულებს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.
აღნიშნულ საქმეზე პროკურორის ინფორმაციით, 55-მდე მოწმე დაიკითხა, რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს – 11 სრულწლოვნის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.
კომენტარი