BMW 1M Manhart Racing–ისგან
Manhart–მა BMW 1M–ის აწყობა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 1M–ის ვიზუალური მხარე განსაკუთრებული ცვილებების გარეშე დარჩა. ცვლილებები შეეხო ავტომობილის მოცულობას. მოდელმა ახალი, საბურავის 20 დიუმიანი დისკები და 295 მეტრი სიგანის საბურავები მიიღო. მოგვიანებით წინა ბამპერიც განახლდება.
შედარებით კარდინალური ცვლილებები შეეხო ძრავის განყოფილებას და მასთან ერთად დინამიკურ მონაცემებსაც. ახალი პაკეტის საშუალებით, რომელიც ამ ცნობილმა სატუნინგო კომპანიამ შექმნა, ძრავმა 80 ცხენის ძალით მეტი სიმძლავრის გამომუშავება შეძლო. ახალი მოდელი აღჭურვილია სამლიტრიანი, ექვსცილინდრიანი აგრეგატით, რომლის სიმძლავრეც 420 ცხენის ძალას შეადგენს. ავტომობილი 100 კმ/სთ–ს 4,5 წამში ანვითარებს, რაც 0,4 წამით მეტია საბაზო ვერსიასთან შედარებით.
კომენტარი