სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რედფორდის ახალი თრილერი ტერორიზმზე (ვიდეო)

რედფორდის ახალი ფილმი ტერორიზმზე - ფილმი, რომლის გადაღების დროსაც თავი მოიყარეს მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა.

ფილმში მთავარ, ადვოკატის ჯიმ გრანტის როლს თავად რედფორდი ასრულებს. ახალგაზრდა ჟურნალისტის, ბენ შეპარდის როლს შაია ლაბეფი თამაშობს. ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ სუზან სარანდონსა და ჯული კრისტის.

„სინამდვილეში ეს არის კლასიკური ისტორიის ხორცშესხმა ადამიანზე, რომელიც იძულებულია გაიქცეს და თავისი ვინაობა გამოგონილი სახელით დაფაროს“, - ამბობს თავად რედფორდი.

ფილმი ნილ გორდონის რომანის მიხედვით არის გადაღებული.

„ყოველთვის მინდოდა სამოცდაათიან წლებზე ფილმის გადაღება. მაგრამ მხოლოდ ახლა, 30 წლის შემდეგ ვთვლი, რომ ამ ისტორიის გახსენების უფლება მაქვს. ახლა ეს ყველაფერი წარსულის ნაწილია, ადრე კი აწმყო იყო, რომლის ხორცშესხმაც არ შეიძლებოდა“, - დასძინა რეჟისორმა.

ფილმის მთავარი გმირი მუდმივ დევნაშია, იგი გარბის, მაგრამ 12 წლის ქალიშვილს დაბრუნებას აღუთქვამს. ფილმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ჟურნალისტიკაა, რომელიც მთავარი გმირის ცხოვრების შესახებ გამოძიებას იწყებს.

„სინამდვილეში თითოეულ თაობას ეძლევა შანსი შეცვალოს მსოფლიო“, - ამბობს რედფორდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100