სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ ინტერნეტ მედიას ახალი წევრი ჰყავს - www.sportline.ge

საჩუქარი სპორტის მოყვარულებს, ქართულ მედიასივრცეში ახალი ინტერნეტსაიტი გაიხსნა, www.sportline.ge რომელიც ყოველდღიურად იზრუნებს მკითხველისთვის სპორტული სიახლეების მიწოდებაზე.

ახალი ინტერნეტგამოცემა მედიაჰოლდინგ droni.ge-ს საკუთრებაა და მან მუშაობა უკვე დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფისა და მედია ჰოლდინგ დრონი.ჯი-ს ხელმძღვანელმა, გიორგი კაპანაძემ.

„იცით რომ მედია ჰოლდინგი დრონი.ჯი და კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ ინტერნეტ-პორტალებს აერთიანებს. ესენია: presa.ge, itv.ge, droni.ge და people.ge. დღეიდან კი, კიდევ ერთი ინტერნეტ პორტალი - sportlain.ge შეემატა ქართულ ინტერნეტ-სივრცეს.

sportline.ge - ესაა ახალი ქართული საიტი სპორტის ყველა პოპულარული სახეობის შესახებ. დარწმუნებული ვართ რომ უახლოეს მომავალში, sportline.ge რეიტინგის პირველ სამეულში სტაბილურად იქნება.

Sportline.ge-ს მკითხველს მუდმივად ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს პროფესიონალთა გუნდის მიერ მომზადებულ საინტერესო ამბებს, ინტერვიუებს, ანალიტიკასა და პროგნოზებს: ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის, ჭადრაკის, რალის, ძიუდოს, მძლეოსნობისა და სპორტის სხვა სფეროების შესახებ“ - აცხადებს კაპანაძე.

"სასიამოვნოა რომ უკვე გვაქვს პირველი სარეკლამო შემოთავაზებები რამდენიმე მსხვილი კომპანიისგან, რადგან ისინი დარწმუნებულები არიან ჩვენ შესაძლებლობაში. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ძალიან მალე, sportline.ge ლიდერის პოზიციებს არავის დაუთმობს", - ამბობს ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერი, გიორგი იველაშვილი.

"ეს იყო იდეა, რომელიც უსწრაფესად განვახორციელეთ. წინ კიდევ ბევრი პროექტი გვაქვს. მალე ინტერნეტ-მომხმარებელს რამდენიმე, მათთვის საინტერესო პროექტებით გავანებივრებთ. ჩვენი მიზანია მოვიცვათ ყველა სფერო", - გვითხრა ტექნიკური უზრუნველყოფისა მენეჯერმა, დავით ზუკაკიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100