სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთში მცხოვრები ქართველები "არჩევნებში" მონაწილე კანდიდატებს არ იცნობენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 26 აგვისტოსთვის დანიშნულ ვადამდელ "საპრეზიდენტო არჩევნებში" მონაწილე კანდიდატებს რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა არ იცნობს. livepress.ge-ს მიერ გაკეთებული მცირე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალაქ გალის და სოფლების მოსახლეობის უმრავლესობამ არც იცოდა მოსალოდნელი არჩევნების შესახებ, ნაწილმა კი კანდიდატების გვარები ტელევიზიის საშუალებით შეიტყო. „ჩვენთან სოფელში არც ერთი კანდიდატი არ მოსულა ხალხთან შესახვედრად, საიდან უნდა ვიცნობდეთ?!“ ამბობს გალის რაიონის სოფელ განახლებაში მცხივრები ქალი. გალის მკვიდრი დავით გოგოხია ერთადერთია livepress.ge-ს მიერ გამოკითხულთაგან, რომელიც არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს იცნობს. „რაულ ხაჯიმბას მივცემ ხმას, რადგან მგონია, რომ საქართველოსთან ურთიერთობას გამოასწორებს“, ამბობს დავით გოგოხია. გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა არჩევნებზე წასვლას არ აპირებს, რადგან, მათივე თქმით, ამით არაფერი შეიცვლება, თუმცა რესპოდენტები შიშობენ, რომ შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა ამჯერადაც აიძულონ.

ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა. 26 აგვისტოსთვის დანიშნულ არჩევნებში კენჭს იყრიან საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები, ალექსანდრე ანქვაბი, სერგეი შამბა და პარტია „სახალხო ერთობის ფორუმის“ კანდიდატი რაულ ხაჯიმბა.

(ფოტო: ლევან გაბეჩავა)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100