სუფრები საარჩევნო უბნებთან და საპირფარეშოში შეკეტილი აგიტატორები - რა ხდება გორში
ხმაური და დაპირისპირება იყო გორში მე-2 საარჩევნო უბანთან, სადაც დილიდან "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან მობილიზებულები. ისინი იმ ავტომობილებში იმყოფებიან, რომლებიც უბნიდან დაახლოებით 20 მეტრშია გაჩერებული.
ამ ადამიანებს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. აგიტატორებს მათ დასურათებული სიებიც წაართვეს.
დილიდან სუფრებია გაშლილი საარჩევნო უბნების ნაწილთან, მობილიზება აქვთ "ძველ ბიჭებსა" და კოორდინატორებსაც.
ცოტა ხნის წინ მე-4 საარჩევნო უბანზე აგიტატორები საპირფარეშოში ჩაიკეტნენ.
კომენტარი