სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იდუმალი ცუნაინა - სილამაზის ახალი ეტალონი, მოდელი „უცხოპლანეტელი“, რომელმაც საზოგადოებაში უკვე ფურორი მოახდინა

გაიცანით, ეს მოდელი ცუნაინაა, რომლის სილამაზემ ახალი სტანდარტები შექმნა ჩვენს თანამედროვეობაში.

ვინ არის ის და რას წარმოადგენს? - ცუნაიანა არც თუ ისე კონტაქტურია, არ უყვარს ბევრი საუბარი და მის შესახებ მწირი ინფორმაცია თუ მოიპოვება ინტერნეტში. წარმოშობით ტიბეტიდანაა. თუმცა ჟურნალისტები მაინც ფიქრობენ, რომ ეთნიკურად ტიბეტელ ადამიანს ამდენი ხალი სახეზე არ ახასიათებს. ამიტომ, მას სავარაუდოდ გენში ნეპალელის სისხლიც ურევია.

როგორც ამბობენ, ის მოდელობას სულაც არ გეგმავდა, უბრალოდ ერთ-ერთი სამოდელი სააგენტოს აგენტმა შეამჩნია ლონდონის ქუჩაში, მივიდა და დაარწმუნა, რომ მომავალი ვარსკვლავი იქნებოდა სამოდელო სფეროსი. ამის შემდეგ ის 2018 წლის ლონდონის მოდის კვირეულზეც გამოვიდა და ერთ-ერთი ბრენდი წარადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მოდელის პარამეტრებში არ ჯდება (მისი სიმაღლე 1,52 სანტიმეტრია), მისი სახე იმდენად განსხვავებულია, რომ მოდის კვირეულზე ფურორი მოახდინა. მასზე ამბობდნენ, რომ ველური სილამაზის პატრონია, უცხო პლანეტელივით განსხვავდება ადამიანებისგან, რომლებსაც სტამდარტული სილამაზე აქვთ, გამორჩეულია და ინდივიდუალიზმი კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100