სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს აღარ გაიმართება

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორიოს ფესტივალი წელს არ გაიმართება. როგორც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აცხადებენ, რიგით მესამე ფესტივალისთვის 2019 წელს ემზადებიან, რომელიც უფრო მეტად მრავალფეროვანი და მასშტაბური იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, 2019 წელს ტრადიციულად, Black Sea Arena-, "Check in Georgia"-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება და გრანდიოზული გალა კონცერტით "ბლექ სი არენაზე" დასრულდება.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დავაფუძნეთ. ასეთი გადაწყვეტილება ფოლკლორის სიყვარულმა განაპირობა. საქართველო მდიდარი ფოლკლორული ტრადიციების ქვეყანაა. სურვილი გაგვიჩნდა ქართული სცენა სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორისთვისაც დაგვეთმო. ფესტივალს საქართველომ უკვე ორჯერ უმასპინძლა. წლიდან წლამდე გაიზარდა მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა და შესაბამისად, ამ ღონისძიების მასშტაბები. მნიშვნელოვანია, რომ შარშან, ფესტივალის მასპინძლობაში გურიასთან ერთად უკვე აჭარაც აქტიურად ჩაერთო. დასკვნითი ნაწილი კი ტრადიციულად გრანდიოზული გალა კონცერტით „Black Sea Arena“-ზე დასრულდა. ორი წლის განმავლობაში სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: იტალია, ესპანეთი, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა. ერთი სიტყვით, საერთაშორისო ფესტივალმა თავისი სახელი გაამართლა და სხვადასხვა ქვეყნების ფოლკლორი მოიცვა. გაიზარდა ცნობადობა და გაჩნდა ახალი გამოწვევებიც. გვსურს ეს ფესტივალი მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ. ვაცნობიერებთ, რომ ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომაც მივიღეთ მისი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გამართვის გადაწყვეტილება. მიმდინარე წელს, მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოვიყენებთ. რიგით მესამე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი - 2019 წლის ზაფხულში გაიმართება. ვფიქრობთ, მისი მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა, ასევე ბილეთების ხელმისაწვდომი ფასები, მაყურებლის ინტერესს, კიდევ უფრო, გააძლიერებს. ჩვენ ამითვის ძალებს არ დავიშურებთ. მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმას, რომ წელს ფესტივალის არჩატარების მიზეზი ფინანსების სიმწირე არ ყოფილა,“ - განმარტავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

საყურადღებოა, რომ პრიველმა ფესტივალმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. მათი რაოდენობა შარშან, კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთანავე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს სპეციალური სტუმარის სტატუსით ცნობილი ჯგუფებიც სტუმრობდნენ, როგორიცაა, ფლამენკოს შემსრულებლები ესპანეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი "La Moneta & Flamenco". მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება ეთმობა ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. როგორც ფოლკლორის საელმწიფო ცენტრში იმედოვნებენ, 2019 წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100