სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძმა იბრძვის საკუთარი დის სიცოცხლის გადასარჩენად!

მან საკუთარ ოჯახს სამშობლო ანაცვალა!

ძმა იბრძვის დის სიცოცხლის გადასარჩენად!

ადამინის ცხოვრება შეიძლება ერთ წამში ისე შეიცვალოს, რომ მისი გამოსწორება კი არა, პრობლემის დაძლევაც შეუძლებელი გახდეს. ხანდახან კი დგება ისეთი მომენტი, როდესაც მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ რამე შეიცვალოს...

მაკა ტუღუში ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში დაიბადა. 33 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა და შრომის უუნარო გახდა. მისი ორი ყველაზე დიდი ოცნება – საკუთარი ოჯახის შექმნა და პედაგოგის კარიერა, რომლისკენაც მიილტვოდა მთელი სიცოცხლე, დასამარდა. ახლა მისთვის მთავარია, რომ სულით არ დაეცეს და განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლის თითოეული წამისთვის!

შაქრიანი დიაბეტისა და გულის უკმარისობის გამო ხშირად კომაში ვარდება... გადატანილი ინსულტი და С ჰეპატიტი კი ართულებენ ისედაც რთულ მდგომარეობას.

მაკას არ შეუძლია საკუთარი ძალებით გადაადგილება, მუდამ საშინელი ტკივილებით იტანჯება.მისი ერთადერთი იმედი და საყრდენი ძმა – ირაკლია, რომელიც უვლის მაკას, როგორც პატარა ბავშვს და სიკვდილისგან იცავს მაკას. კვირაში სამჯერ მაკა რაიონულ საავადმყოფოში გადასხმებზე დაჰყავს, რომელიც სოფლიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. საშინელი გზები, ავტომანქანაში გამუდმებული ნჯღრევა ავადმყოფისთვის ძალზე სახიფათოა, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი მძიმე ტვირთად აწვება ირაკლის. მაგრამ ერთადერთი ახლობელი ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იგი ყველაფერზეა წამსვლელი. ირაკლი რომ არა, მაკა ცოცხალი აღარ იქნებოდა …

თავად ირაკლი ტუღუშის ცხოვრების გზაც ძალზე ნაღვლიანია. მას ჰქონდა შესაძლებობა მიეტოვებინა ეს “ტვირთი”, უცხოეთში წასულიყო და მატერიალურად უზრუნველყოფილი და წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყო. რამდენიმე წლის წინ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა შტანგის აწევაში (https://www.youtube.com/watch?v=e2VG3LVfBWQ) და თურქეთიდან წინადადება მიიღო ტურნირებში ამ ქვეყნის სახელით გამოსულიყო და ახალგაზრდა ძალოსნების გაეწვრთნა. რა თქმა უნდა, გამომუშავებული თანხა მას შეეძლო გამოეგზავნა ოჯახში დისთვის მომვლელის დაქირავებისა და მედიკამენტების შესაძენად … მაგრამ, მან ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი. მას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან საქართველოს სიყვარულმა ყველაფერი დანარჩენი გაფარა. აი, ასე დარჩა იგი საკუთარ სოფელში სნეულ დასთან ერთად და რის ვაი–ვაგლახით უმკლავდება მისი ოჯახის მძიმე ხვედრს.

ახლა ირაკლის წინაშე გადაუჭრელი პრობლემა დგას – როგორ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე მისთვის საყვარელ ადამიანს?! სად იშოვოს მისი მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა, მითუმეტეს რომ მწირი შემოსავალი არც წამლებზე, არც ჰიგიენურ საშუალებებზე და არც რაიონულ საავადმყოფოში სატრანსპორტო ხარჯებზე არ ჰყოფნის.

ტუღუშების ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, გამოავლინეთ სიკეთე და დაეხმარეთ მათ, გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე ამ ახალგაზრდა ქალს! თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ მისთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მაკა ტუღუში) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/231-tugushi/

ასევე შესაძლებელია თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩერნოვეცკის ფონდი.

დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:

032 219 33 21

+995 577 92 40 45

(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ! ღმერთი თქვენსკენ!

ადამინის ცხოვრებაში შეიძლება შეიქმნას ისეთი ურთულესი სიტუაცია, როდესაც დამოუკიდებლად მას არ ძალუძს მისი დაძლევა, ხანდახან კი დგება ისეთი მომენტი, როდესაც მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ მას დაეხმაროს...

მაკა ტუღუში ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში დაიბადა. 33 წლის ასაკში მხედველობა დაკარგა და შრომის უუნარო გახდა. მისი ორი ყველაზე დიდი ოცნება – საკუთარი ოჯახის შექმნა და პედაგოგის კარიერა, რომლისკენაც მიილტვოდა მთელი სიცოცხლე, აწი უკვე აუხდენელია, ახლა მისთვის მთავარია, რომ სულით არ დაეცეს და განაგრძოს ბრძოლა სიცოცხლის თითოეული წამისთვის!

სისხლში შაქრის გადამეტებული რაოდენობის და ფილტვების უკმარისობის გამო, მაკა ოთხჯერ იყო ჩავარდნილი კომაში და არ არის გამორიცხული მისი განმეორება. მხედველობის დაკარგვა, ინსულტი, С ჰეპატიტი ართულებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.

მაკას არ შეუძლია საკუთარი ძალებით გადაადგილება, საშინელი ტკივილები არ ასვენებენ, მისი სული კი უიმედობისგან და სოცოდაობისგან იტანჯება. კიდევ კარგი, რომ მის გვერდით არის საკუთარი ძმა – ირაკლი, რომელიც უვლის საწოლს მიჯაჭვულ დას, ხოლო მისი მორალური მხარდაჭერა სიკვდილისგან იცავს მაკას.

თავად ირაკლი ტუღუშის ადამიანური ისტორიაც ძალზე ნაღვლიანია. როდესაც იგი ჩვენს ფონდში დახმარებისთვის მოვიდა, გამოუვალი მდგომარეობისგან ვერ იკავებდა ცრემლებს. კვირაში სამჯერ მას მიჰყავს მისი და გადასხმებისთვის რაიონულ საავადმყოფოში, რომელიც სოფლიდან 20 კილომეტრითაა დაშორებული. საშინელი გზები, ავტომანქანაში გამუდმებული ნჯღრევა ავადმყოფისთვის ძალზე საშიშია, ხოლო ტრანსპორტირების ხარჯი მძიმე ტვირთად აწვება ირაკლის. მაგრამ რას არ გააკეთებ საკუთარი დისთვის, რათა ამ უკანასკნელმა იცოცხლოს რაც შეიძლება უფრო მეტხანს და თავი არ იგრძნოს მიტოვებულად და გარიყულად. რომ არა ირაკლი, მაკა უკვე ცოცხალი არ იქნებოდა …

თუმცა, ირაკლის ჰქონდა შესაძლებობა მიეტოვებინა ეს “ტვირთი”, უცხოეთში წასულიყო და კმაყოფილებაში ეცხოვრა. საქმე ის არის, რომ რამდენიმე წლის წინ მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა შტანგის აწევაში (https://www.youtube.com/watch?v=e2VG3LVfBWQ და თურქეთიდან მიიღო წინადადება ტურნირებში ამ ქვეყნის სახელით გამოსვლის და ახალგაზრდა ძალოსნების მომზადების შესახებ. რა თქმა უნდა, გამომუშავებული თანხა მას შეეძლო გამოეგზავნა ოჯახში დისთვის მომვლელის დაქირავებისა და მედიკამენტების შესაძენად … მაგრამ, მან ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა სამშობლოს ღალატი. მას არ შეეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან საქართველოს სიყვარულმა ყველაფერი დანარჩენი გადაძლია. აი, ასე დარჩა იგი საკუთარ სოფელში სნეულ დასთან ერთად და რის ვაი–ვაგლახით უმკლავდება მისი ოჯახის მძიმე ხვედრს.

ახლა ირაკლის წინაშე, ერთი შეხედვით, დგას გადაუჭრელი პრობლემა – როგორ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე მისთვის საყვარელ ადამიანს?! სად იშოვოს მისი მკურნალობისთვის აუცილებელი თანხა, მითუმეტეს რომ მწირი შემოსავალი არც წამლებზე, არც ჰიგიენურ საშუალებებზე და არც რაიონულ საავადმყოფოში სატრანსპორტო ხარჯებზე არ ჰყოფნის.

მეგობრებო, ტუღუშების ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს, გამოავლინეთ სიკეთე და დაეხმარეთ მათ, გაუხანგრძლივეთ სიცოცხლე ამ უსასოო ახალგაზრდა ქალს! თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ მისთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები. თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება : მაკა ტუღუში) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/.თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpayиExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:

032 219 33 21

+995 577 92 40 45

(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ! ღმერთი თქვენსკენ!

პოსტი

33 წლის ასაკში მან მხედველობა დაკარგა, შრომის უუნარო და უსუსური გახდა, ახლა კი ისღა დარჩენია, რომ სასოწარკვეთამ არ მოიცვას და იბრძოლოს სიცოცხლის თითოეული წუთისთვის !

მაკა ტუღუში ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში ცხოვრობს. სისხლში შაქრის გადამეტებული რაოდენობის და ფილტვების უკმარისობის გამო, მაკა ოთხჯერ იყო ჩავარდნილი კომაში. მხედველობის დაკარგვა, ინსულტი, С ჰეპატიტი ართულებს მის ისედაც რთულ მდგომარეობას.

მაკას არ შეუძლია საკუთარი ძალებით გადაადგილება, საშინელი ტკივილები არ ასვენებენ მას, კიდევ კარგი, რომ მის გვერდით არის საკუთარი ძმა – ირაკლი, რომელიც უვლის მაკას, როგორც ჩვილს.

თავად ირაკლი ტუღუშის ბედის ისტორიაც ძალზე ნაღვლიანია. მას ჰქონდა საშუალება ყველაფერი მიეტოვებინა და უცხოეთში წასულიყო. შტანგის აწევაში მსოფლიო რეკორდის დაამყარების შემდეგ (https://www.youtube.com/watch?v=e2VG3LVfBWQ), მან თურქეთიდან მიიღო წინადადება ამ ქვეყნის სახელით გამოსვლის თხოვნით.

მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა მას არ შეეძლო, რადგან სამშობლოსადმი სიყვარულმა ყველაფერი გადაფარა – უცხოეთში კმაყოფილი ცხოვრებაც და კარიერაც!

აი, ასე დარჩა იგი საკუთარ სოფელში სნეულ დასთან ერთად. ახლა ირაკლის წინაშე, ერთი შეხედვით, დგას გადაუჭრელი პრობლემა – როგორ გაუხანგრძლივოს სიცოცხლე მისთვის საყვარელ ადამიანს?! სად იშოვოს მისი მკურნალობისა და მოვლისთვის აუცილებელი თანხა,

ტუღუშების ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. მწირი შემოსავალი რაიონულ საავადმყოფოში მაკას წასაყვანად თუ ჰყოფნის, რადგან გადასხმების გარეშე ახალგაზრდა ქალი დაიღუპება!

თქვენ შეგიძლიათ გაიღოთ მისთვის საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, პამპერსები. თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება : მაკა ტუღუში) ან პირდაპირ ჩვენი ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/. თქვენ ასევე შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან

NovaTechnology, TBCpayиExpressPay. განყოფილებაში “ქველმოქმედება” აირჩიეთ ჩვენი ფონდი. დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ტელეფონებზე:

032 219 33 21

+995 577 92 40 45

(გადახდის წესები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე https://goo.gl/GY2Gus)

ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სწრაფვა სიკეთისკენ! ღმერთი თქვენსკენ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100