ხაჭაპური ლუდის ცომით
ერთი თუნუქის ფურცლის
პორციაა:
400 გრ. მარგარინი
ცივი
6 ჩ.ჭ. ფქვილი
კარგათ დაკეპე დანით,ან მარგარინი
გაყინე და
დაახეხე და
ისე კარგათ
გადაურიე.
გათქვიფე 2 ცალი
კვერცხი(პატარები
ან 1 დიდი)+1
ჩ.კ. არათავმობმული მარილი,ცოტა სოდა
და დაასხი
1 ჩ.ჭ. ლუდი.
თხევადი მასა დაასხი ფქვილიან მასას,ჯერ დანით ცოტათი დაკეპე და მერე ზარმაცულად შეაერთე მასა(აუცილებლად იზარმაცე,ცომს მოზელა არსჭირდება).
გაახვიე ცელოფანში და 3 საათით(მე მთელი ღამით) დაივიწყე მაცივარში.
ორად გაყავი(ცომი აღარ გადაზილო) გაშალე,დააყარე ყველი,მეორე ნახევარი გაშალე ,დაადე ყველს,ნაპირები შემოუკეცე,გათქვეფილი კვერცხი გადაუსვი და მაღალ ცეცხლზე გამოაცხე.
კომენტარი