სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გავხდეთ ზღვაში და რატომაა ზაფხული კარგი ჭარბწონიანთათვის

ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ცურვის დროს გაცილებით მეტ კალორიებს წვავს, ვიდრე დარბაზში ვარჯიშისას. ზაფხულში სასწრაფოდ ზღვებს, მდინარეებს და ტბებს მიაშურებენ, მაგრამ იმედი უცრუვდებად, რადგან გახდომის ნაცვლად სუქდებიან. რატომ ვერ იკლებენ წონაში ცურვის დროს?

შეცდომები
მთავარი პრინციპი, რომელსაც ადამიანები არ ითვალისწინებენ, ისაა რომ გახდომისთვის გაცილებით მეტი უნდა იმოძრაონ და ნაკლები ჭამონ.
1. აქტიურად ცურვის მაგივრად, უბრალოდ წყალზე ტივტივებთ, რის გამოც არცერთი კალორია არ გაკლდებათ.

2. ცურვის დროს დიდი რაოდენობით კალორიების დაწვა, შემდეგ კი გემრიელად და ბარაქიანად დანაყრება არასწორია. ასე შეიძლება წონაში მოიმატოთ კიდეც.

წყალზე ტივტივის შემთხვევაში ერთ საათსი 300 კალორია იწვება. პრაქტიკულად ასეთი რაოდენობით კალორიების დაწვა მხოლოდ ღრმა ტბაში ან მდინარეში შეიძლება. აუზში კი ვერც ამჩნევთ და 15-20 წუთში ერთხელ ინსტიქტურად მიდიხართ კიდესთან და ცოტა ხანი ისვენებთ, როდესაც ზღვაში ხართ მსგავსი სიტუაცია მეორდება, უბრალოდ თქვენ კიდის მაგივრად დგებით ისეთ ადგილას სადაც ფეხებს მშვიდად დგამთ და ისვენებთ., მაგრამ ზღვის წყალი მეტად მკვრივია, ამდენად შიგ ტივტივსაც კი გაცილებით მეტი ძალისხმევა ჭირდება.

აქედან გამომდინარე, თუ გსურთ წონაში დაკლება, ზღვასა თუ აუზში აქტიურად უნდა იმოძრაოთ. კუნთოვანი უჯრედები კალორიებს და ცხიმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში წვავს, თუ გულისცემა წუთში 13-160 დარტყმაა. თუ გულის კუნთის ასეთი სიხშირით შეკუმშვას მოახერხებთ ერთ საათში დაახლოებით 600-1300 კალრიას დაწვავთ. უფრო მეტად ეს რაოდენობა ცურვის სტილზე, სიჩქარესა და თქვენს წონაზეა დამოკიდებული.

იმისათვის რომ, წონაში დაიკლოთ, მარტო ცურვა საკმარისი არ არის, საჭიროა სხვადასხვა სტილით ჩაანაცვლოთ. სწორედ ასე შეძლებთ, ორგანიზმი ცხიმების წვის პროცესში შეიყვანოთ. ყველაზე საინტერესო ცურვის სტილი ბატერფლაია. ის ყველაზე რთული და მძიმეა. თუ სპორტული მომზადება ხელს გიწყობთ, თავდაპირველად 5-6 წუტი ბატერფლაის სტილით იცურავეთ, შემდეგ სხვაზე გადადით, ისე რომ გულისცემა 130-140 დარტყმამდე დავიდეს. რაც შეეხება კროლს - ის ენერგეტიკული დანაცარჯებისა და ტექნიკის მიხედვით, ოპტიმალური სტილია. კროლით 20-30 წუთი იცურეთ. თუ ეს გიჭირთ მაშინ, 5 წუთი კროლით, 5 წუთი ბრასით ან ზურგზე ცურვით. თუ მდინარეზე ხართ, იმისათვის რომ წონაში დაიკლოთ, მდინარის მიმართულებით არ იცუროთ, რადგან მისი სიჩქარე გეხმარებათ და ნაკლებ ენერგიას ხარჯავთ.

საკვების ფაქტორი
თუ საკმაოდ აქტიურად იცურავეთ და დაახლოებით 800 კალორია დახარჯეთ, შემდეგ კი წყლიდან ამოხვედით და გემრიელად დანაყრდით, რაც სულ მცირე 1000 კალორიას შეადგენს, წონის დაკლებაზე არც იოცნებოთ. ამდენად, ყურადღებვა მიაქციეთ რა სახის საკვებს მიირთმევთ და რა რაოდენობას. სასურველია, იმაზე 200 კალორიით ნაკლები საკვები მიირთვათ, რა რაოდენობის კალორიებიც ცურვის დროს დახარჯეთ.

მაგალითად თუ ცურვისას 800 კალორია დაწვით, საკვების კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 600-ს. რეკომენდებულია აქტიური ცურვის შემდეგ ცომეულზე, ტკბილეულზე და ცხიმეულობაზე უარი თქვათ და ხილით, მჭლე ხორცით, რძის პროდუქტებითა და თევზეულობით შემოიფარგლოთ. თუ იგრძენით, რომ ტკბილეულზე მოთხოვნილებას ვერ თოკავთ, რამდენიმე ფინიკი, გარგრის ჩირი ან ქიშმიში მიირთვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100