როგორ ამოვიცნოთ შეყვარებული ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი - თუ ხშირად ცდილობს თქვენ ნახვას, ბოლო დროს ჩაცმულობაც უფრო დახვეწა და ყურადღებიანია თქვენი მეგობრების მიმართ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მას მოსწონხართ, მხოლოდ რაღაც აბრკოლებს. ამაში დასარწმუნებლად შეეცადეთ იგი გულახდილ საუბარში გამოიწვიოთ. თამამად იმოქმედეთ, ყველანაირად ეცადეთ აიყოლიოთ. შეიძლება თავიდან შესაბამისი პასუხი არ გაგცეთ. გული არ გაიტეხოთ, ბოლოს და ბოლოს თავის დაფასება ხომ მისი ბუნებაა.
კურო - პირველი ნიშანი: მას რადიკალურად შეეცვალა ხასიათი უკეთესობისკენ. მეორე ნიშანი: თუმცა მაინც ეჭვიანობს. ყურადღებას აქცევს ყველა წვრილმანს. გაგიმართლათ, მას ძალიან უყვარხართ, მაგრამ ამას თუ არ ამჟღავნებს, არ იდარდოთ. მთავარია აგრძნობინოთ, რომ გულგრილი არ ხართ მის მიმართ. დანარჩენი ყველაფერი თავისით მოგვარდება, რადგან კუროს რომანტიულობა ძალიან იზიდავს.
ტყუპები - თუ მეტად ხელგაშლილი გახდა თქვენს მიმართ და თანაც თქვენთან ლაპარაკის საბაბს ეძებს, მაშინვე საქმეს მიხედეთ - მას თქვენ მიმართ სიმპათიები გააჩნია, თუმცა მისი ბუნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს იჭოჭმანებს. მაგრამ გარწმუნებთ, თუ თქვენ უფრო მეტ ინიციატივას გამოიჩენთ, მისი ყოყმანი დიდხანს არ გასტანს.
კირჩხიბი - უნდა გაგიხარდეთ, თუ იგი ზედმეტად მეოცნებე გახდა, ან თქვენთან ურთიერთობაში ყველანაირად ცდილობს იუმორით დაფაროს თავისი გრძნობა, რადგან ამით ცდილობს დაგიახლოვდეთ და რაც მთავარია თავი მოგაწონოთ.
თუ ამ ყველაფერმა დიდხანს გასტანა, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ ზომები - მის მიმართ უფრო ალერსიანი და მზრუნველი გახდეთ.
ყველა სიტუაციაში აგრძნობინეთ, რომ თქვენ ხვდებით მის გრძნობებს და რომ იგი თქვენთვისაც ძალიან ახლობელი და ძვირფასია.
ლომი - თუ იგი მუდამ ცდილობს, რომ ლამაზი ტანსაცმლითა და ძვირფასი სუნამოთი თავი მოგაწონოთ, ან თუ მოგართვათ საჩუქარი, საქმე ძალიან კარგადაა. მაგრამ არ იჩქაროთ, თქვენი აზრები თავს არ მოახვიოთ, რადგან ამით შეიძლება იგი დაითრგუნოს. დაელოდეთ და მიუშვით თავის ნებაზე, თვითონ იმოქმედოს. იგი ყველაფერს თავისით მოაგვარებს.
ქალწული - თუ თქვენს მიმართ ზედმეტად კრიტიკულია ან ცდილობს სხვასთან თანდასწრებით შენიშვნა მოგცეთ, ცალკე კი თბილ სიტყვებს არ იშურებს, ნუ ინერვიულებთ, მას მოსწონხართ, ოღონდ ცდილობს საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდეს. იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად. ეცადეთ მასთან სიახლოვე პირველ რიგში მეგობრის სტატუსით დაამყაროთ, რათა მუდამ მის გვერდით იყოთ. ამავე დროს იყავით მუდამ ფორმაში და მიმზიდველი. უახლოეს მომავალში თქვენ სრულ წარმატებას მიაღწევთ.
სასწორი - იგი ხალისიანი და ალერსიანი გახდა ყველას მიმართ. გამუდმებით ცდილობს თქვენს სიახლოვეს ტრიალებდეს და ამასთან ერთად ხელგაშლილია. ეცადეთ ის დიპლომატიური საუბრით გამოტეხოთ თავის გრძნობებში. ამავდროულად იყავით ალერსიანი და ყურადღებიანი, საუბრისას კი გონიერება გამოამჟღავნეთ. თუ ამ ყველაფერს შესანიშნავად შეასრულებთ, ჩათვალეთ რომ მიზანი მიღწეულია.
მორიელი - უყვარხართ თუ არა მას, ამის გაგება ძალიან ძნელია - იგი მოხერხებულად მალავს თავის გრძნობებს, რადგან ცდილობს ზედმეტი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს, თანაც ხალხის ყურადღების ცენტრში ყოფნა არ იზიდავს. თუ მის მიმართ ალერსიანი იქნებით და თანაც თქვენს სექსუალურობასაც ხაზს გაუსვამთ - მას გრძნობებში მალე გამოტეხავთ, რადგან ასეთ სიტუაციაში მორიელი ძალიან მგრძნობიარეა, რის შემდეგაც მთლიანად აშიშვლებს თავის გრძნობებს.
მშვილდოსანი - პირველ რიგში იგი ცდილობს საინტერესო თემაზე გესაუბროთ და საუბარში აგიყოლიოთ. შემდეგ ცდილობს სასეირნოდ წაგიყვანოთ, თუმცა სიყვარულის თემას საერთოდ არ ეხება. ჩათვალეთ, რომ მას უყვარხართ, მხოლოდ თქმას ვერ ბედავს. ამიტომ ერთ-ერთი სეირნობისას პირდაპირ უთხარით, რომ თქვენ იგი გიყვართ. მერწმუნეთ, დამაკმაყოფილებელ პასუხს მაშინვე მიიღებთ.
თხის რქა- თუ თქვენი დანახვისას იგი შესამჩნევად გამხიარულდა და ამავდროულად ცდილობს მხიარული ამბებით თქვენი ყურადღება მიიპყროს, დახვეწილი მანერებითა და რომანტიულობით კი თავი მოგაწონოთ, დაელოდეთ, იგი ცოტახანში თავად გადაგიშლით გულს. ამიტომ თქვენი აქტიურობა საჭირო აღარ არის, ისედაც ყველაფერი რიგზეა.
მერწყული - თუ იგი თქვენთან ურთიერთობაში თავს უხერხულად გრძნობს, ხშირად ეწევა და თავს არიდებს პირდაპირ თვალებში გიყუროთ, მას თქვენს მიმართ სიმპათიები გააჩნია. მხოლოდ მიეცით დრო და სრული თავისუფლება. დაე, თვითონ მიხვდეს, რომ თქვენ ხართ სწორედ ის პიროვნება, ვისაც ამდენ ხანს ეძებდა. ნუ შეეცდებით მისი გრძნობების დაჩქარებით გამომჟღავნებას, ეს მას უფრო შეზღუდავს და შეიძლება თქვენს მიმართ უხეშობაც კი გამოიჩინოს.
თევზები - იგი თქვენს მიმართ გულთბილადაა განწყობილი, თუ თქვენი დანახვისას ცქმუტვა ან ხელების ფშვნეტა დაიწყო, იგი ცდილობს ამ მანერებით თავისი გრძნობები გარეშე თვალისგან დაფაროს. ეცადეთ, მიახვედროთ, რომ თქვენც ბედნიერი ხართ მასთან სიახლოვით, რომ მის გარეშე ცხოვრება უაზრობად მიგაჩნიათ. იგი ყველანაირად დააფასებს ამ გრძნობას და ეცდება გასიამოვნოთ.
კომენტარი