“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება
კომპანია “აჭარაბეთის” საპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, 8 ნოემბერს ჯეიმი სიმონის დაუპირისპირდება, ორთაბრძოლა ლას-ვეგასში ჩატარდება.
ამჟამად
გიგა UFC - ში
დაუმარცხებელია – ოთხი შეხვედრა და ოთხი მოგება.
ომარ მორალესთან მოპოვებული
გამარჯვების შემდეგ 1 თვეც არ არის გასული და გიგა უკვე ახალი ბრძოლისთვის ემზადება.
„თავდაპირველად,
ბრძოლა არნოლდ ალანთან იგეგმებოდა, თუმცა ბოლოს მან უარი თქვა ჩემთან ბრძოლაზე
და UFC-იმ დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა. რამდენიმე დღის შემდეგ შემატყობინეს სიმონსის შესახებ და რა
თქმა უნდა, ბრძოლას დავთანხმდი. ჯეიმი სიმონისი UFC-ში დებიუტანტია, ის ჩემზე
გაცილებით დაბალია. ხელით საკმაოდ ძლიერ დარტყმებს
ფლობს. ჭიდაობითაც კარგად ჭიდაობს. პარტერში საკმაოდ მაღალ დონეზე
შეუძლია მუშაობა, თუმცა მტკივნეული ილეთების არსენალი საკმაოდ სუსტი აქვს. ახლო
დისტანციაში ბრძოლას ანიჭებს უპირატესობას.
“-განაცხადა გიგამ.
გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.
სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ
UFC-ის თვალი ადევნონ და გიგას უგულშემატკივრონ ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე.
„აჭარაბეთი“ გიგას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!
კომენტარი