სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიქტორ სანიკიძე კარანტინში გადაიყვანეს, ოჯახის სამი წევრი ინფიცირებულია

ახალი კორნოვირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრი – კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში არიან გადაყვანილი, თავად ვიქტორ სანიკიძე კი კარანტინში გადავიდა. კალათბურთელს ტესტირების შედეგად ვირუსი არ აღმოაჩნდა.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი სწორედ ვიქტორ სანიკიძის 65 წლის დედაა. ის სახლში მკურნალობდა და ასევე კორონავირუსით ინფიცირებული და უვლიდა. როგორც თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაცვლილ პაციენტს მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა ჰქონდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100