სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გვაცლის ძალას?

ჩვენი ყოველდღიური დღის რეჟიმი და ჩვევები ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ თავს სუსტად ვგრძნობთ და ძალა აღარ გვაქვს. მეცნიერებმა დაადგინეს 7 მიზეზი, რომლებიც ორგანიზმის დაუძლურებას იწვევს. ესენია:

-რეგულარული გამოუძინებლობა;

-გამუდმებული გასახდომი დიეტები;

-ქრონიკული ტკივილები;

-ყავის განუსაზღვრელი რაოდენობით მიღება;

-ენერგეტიკული სასმელების ჭარბი დოზა;

-ჟანგბადის უკმარისობა;

-უმოძრაობა.

სამხრეთ კაროლინის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა 12 წლის მანძილზე 2.600 ხანშიშესულ ადამიანზე აწარმოეს დაკვირვება და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ენერგიის წყარო ფიზიკურ აქტივობაშია. ადამიანები, რომლებიც ბევრს მოძრაობენ, გაცილებით ჯანმრთელნი არიან და დიდხანს ცოცხლობენ. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს სხეულის წონას. მთავარია, არ მოვდუნდეთ და სუფთა ჰაერზე ფეხით ბევრი ვიაროთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100