სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რენი ჰარლინმა ბათუმში ბინა შეიძინა

ჰოლივუდელი რეჟისორი, ფილმ "აგვისტოს 5 დღის" შემქმნელი რენი ჰარლინი დღეიდან ბათუმში ბინის მფლობელია.

რეჟისორმა შესაბამისი კონტრაქტი გააფორმა და ახალ ბულვარში მშენებარე ერთ-ერთი ბინა შეიძინა.

რენი ჰარლინის საცხოვრებელი ბინა მე-18 სართულზე მდებარეობს და მისი საერთო ფართი 45 კვადრატული მეტრია.

"ეს ჩემი ოცნება იყო. როდესაც პირველად ბათუმს ვესტუმრე, მაშინ მივხვდი, რომ აქ ცხოვრება მინდოდა. აქ ულამაზესი ადგილებია, ყველაფერი ძალიან მიზიდავს. მე ამერიკაში ვცხოვრობ და ახლა ჩემი მეორე სახლი ბათუმშია. ამიერიდან, ბათუმში უფრო ხშირად ჩამოვალ", - განაცხადა ჰარლინმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100