თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ტრადიციული ტურიზმის მეტი და მიგრაციის ეფექტის ნაკლები ზეგავლენა
ივლისის ეკონომიკის ზრდის
მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების
მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების
შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ზეგავლენა
- წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნება.
გრძელდება ტრადიციული
ტურიზმის აღდგენა. ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე
წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წილი თურქეთსა და ევროკავშირზე
მოდიოდა.
სავალუტო შემოდინებების
ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო
პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო
სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს.
გაეცანით პუბლიკაციას
შემდეგ ბმულზე.
კომენტარი