სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოპოზიციას ხელისუფლების იმედი გაუჩნდა

უახლოეს დღეებში "პოლიტიკური რვიანი" და ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან. რვა პოლიტიკური პარტია იმედიანად არის და თვლის, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებები, გარკვეულწილად, შედეგიანად დასრულდება. კონკრეტულად, როდის გაიმართება მოლაპარაკების პირველი რაუნდი, ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა, ამ დღეებში, რომ შედგება, ეს ცნობილია. ფგდფკოგკდფოგკდფო
"საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო მიმართულებით ყველა საკითხი გადაწყვეტილია და ამ მხრივ მდგომარეობა ფინალურ სტადიაზეა" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და აქვე განმარტა, რომ მოლაპარაკებების დაწყების ზუსტი დრო უახლოეს დღეებში დასახელდება. ფგდფკოგკდფოგკდფო
მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ საღამოს პარლამენტში ირაკლი ალასანიას და დავით ბაქრაძეს შორის დახურული შეხვედრა შედგა. "თავისუფალი დემოკრატების" თქმით, ალასანია-ბაქრაძის შეხვედრის საკითხი წინასწარ იყო შეთანხმებული იმ რვა პარტიასთან, რომელმაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი ერთობლივად მოამზადა. დღეს ცნობილი გახდა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყების საკითხზე, პარლამენტის თავჯდომარეს ალასანიამდე დახურულ ფორმატში "ქრისტიან-დემოკრატებიც" შეხვდნენ. ფგდფკოგკდფოგკდფო
ლევან ვეფხვაძის თქმით, ის ბაქრაძეს ალასანიამდე რამდენიმე საათით ადრე შეხვდა და ის დეტალები განიხილა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის გარშემო მუშაობის დაწყებას შეეხება.
"პოლიტიკური რვიანი" დავით ბაქრაძის და ალასანიას შეხვედრას მიესალმა.
დავით უსუფაშვილის თქმით, ალასანიას შეხვედრა ბაქრაძესთან კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ პარტიები, რომლებიც საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესში არიან ჩართული, მზად არიან ხელისუფლებასთან სასაუბროდ.
ფგდფკოგკდფოგკდფო საზოგადოების ნაწილი კი, ხელისუფლებასა და რვა ოპოზიციურ პარტიას შორის დიალოგის დაწყებით უკმაყოფილოა. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგს აზრი არ აქვს.
ფგდფკოგკდფოგკდფო "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ყოველთვის როცა ოპოზიცია ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მოლაპარაკებას იწყებდა, პროცესი საარჩევნო გარემოს გაუარესებით მთავრდებოდა. "ხელისუფლებაში იგივე ხალხია, მათ ისევ ისე სურთ ხელისუფლების შენარჩუნება როგორც ადრე, ასე რომ არა მგონია ეს მოლაპარაკებები ოპოზიციის სასარგებლოდ დასრულდეს" - აღნიშნა "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას ნოღაიდელმა.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებას და "პოლიტიკურ რვიანს" შორის დიალოგი დაიწყება და რამდენად კმაყოფილი დარჩება მოლაპარაკებებით ოპოზიცია და მიიღწევა თუ არა ამ დიალოგით შედეგი, ამას დრო გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100