პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში ქალზე იძალადა, დაკავებულია - ვინ არის მოძალადე პოლიციელი?
კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში ქალზე იძალადა დაკავებულია. ფაქტის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოძალადე სამართალდამცავი გიორგი ბიგვავააპროკურატურას გამოძიება ფაქტზე ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული.
"სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ვიყავი შეხვედრაზე შესული, რომელმაც დამიდასტურა, რომ ვიდეოზე ასახული ადამიანს ნამდვილად აცვია კრიმინალური პოლიციის ფორმა, თუმცა არ დაუდასტურებია ის ფაქტი, რომ ნამდვილად მათი თანამშრომელია ვიდეოზე. დამიდასტურა ისიც, რომ ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი დაბარებულია გამოკითხვაზე", - თქვა "დროას" წევრმა, მარიამ სიჭინავამ.
წყარო: მთავარი არხი
კომენტარი