სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკარგულად მიჩნეული რამდენიმე ადამიანი შსს-ს დაკავებულთა სიაში აღმოჩნდა

26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ დაკარგულად მიჩნეული რამდენიმე ადამიანი შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ დაკავებულთა სიაში აღმოჩნდა .
კერძოდ, შს სამინისტროს სიაში აღმოჩნდა 10 ადამინი, რომელთა ვინაობა "ინტერპრესნიუსს" მათთმა ახლობლებმა მიაწოდეს. ამ დრომდე ამ მოქალაქეებს ოჯახის წევრები ეძებდნენ.
კერძოდ, დაკავებულთა შორის აღმოჩნდნენ დაკარგულად მიჩნეული გოცირიძე კობა, ჩიღვინაძე ივანე, ქვარიანი ემზარი, ქურდიანი გივი, ლაგვილავა აიდმირ, კვარაცხელია ირაკლი, დევნოზაშვილი ვეფხვია, ბიწაძე რემი, ახვლედიანი ზვიადი, სამხარაძე ნიკა.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" და რადიო "პალიტრამ" 26 მაისს, ღამით, პარლამენტის წინ მიტინგის დაშლის შედეგად დაზარალებულთა და დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება გუშინ დილიდან დაიწყო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100