სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაკითხვისას მუბარაქმა გონება დაკარგა

შარმ-ალ-შეიხის საავადმყოფოში გენპროკურატურის გამომძიებლების მხრიდან დაკითხვის დროს ეგვიპტის ექს-პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა გონება დაკარგა.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, დაკითხვისას მუბარაქი ძლიერ აღელვებული იყო, რის შემდეგაც მოულოდნელად გონება დაკარგა.

მომხდარის გამო გამომძიებლებმა დაკითხვა ნახევარი საათით შეაჩერეს და დაელოდნენ, სანამ ექიმები ექს-პრეზიდენტს გონზე არ მოიყვანდნენ.

დაკითხვის შემდეგ, რომელზეც მუბარაქმა ყველა ბრალდება კატეგორიულად უარყო, პროკურატურამ სპეციალური დაცვის ქვეშ მუბარაქის დატოვება 15 დღით გაახანგრძლივა, რათა ამით გამოძიებას ხელი არ შეშლოდა.

ექს-პრეზიდენტის დაკითხვაზე სანქცია ჰოსპიტლის ექიმებმა მას შემდეგ გასცეს, რაც მუბარაქის მდგომარეობა შედარებით სტაბილური გახდა.

მუბარაქის დაკითხვა ადვოკატის წინაშე მიმდინარეობდა. დაკითხვას, ასევე, მუბარაქის ერთ-ერთი რძლის მამაც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, ჰოსნი მუბარაქმა თანამდებობა 11 თებერვალს 18 დღიანი სახალხო მღელვარების შემდეგ დატოვა. არეულობას 800 ადამიანი ემსხვერპლა, ამდენივე ათასი კი დაიჭრა.

გენპროკურატურა ექს-პრეზიდენტს კორუფციაში, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო გამდიდრებასა და დემონსტანტების დარბევაში ადანაშაულებს.

10 აპრილს მუბარაქმა თანამემამულეებს საჯარო განცხადებით მიმართა, სადაც მისი მისამართით გამოთქმული ბრალდება კატეგორიულად უარყო და ცილისმწამებლებს სასამართლოთი დაემუქრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100