რა შეუძლიათ მოსწავლეებს hi app-ის დახმარებით
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi
app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი
ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
გიზიარებთ მარტივ ფუნქციებს, რომლებიც მოსწავლეებს
თიბისის hi app-ში დახვდებათ:
·
გადარიცხვა სხვასთან და საკუთარ ანგარიშებს შორის
·
5გბ ინტერნეტის 1 ლარად ჩართვა
·
მობილური ბალანსის შევსება
·
ბანკომატიდან თანხის QR კოდით განაღდება
·
მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა.
hi app-ით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომია 18
წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი.
აპის გასააქტიურებლად
რამდენიმე გზა არსებობს:
·
მოსწავლეებს,
რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან მობაილბანკის
მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება
თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ,
მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
·
თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, ბარათის შეკვეთის დროს უნდა მიუთითოს, რომ hi app-ის გააქტიურება სურს და მიჰყვეს ინსტრუქციას.
·
იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის მობაილბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.
თუ ჯერ კიდევ არ გაქვს hi app-ი,
გადმოწერე და გაიაქტიურე: https://tbchiapp.onelink.me/kgD3/zhd4a9u8
კომენტარი