სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ახალი რეგიონი": რუსეთის დღეები დათვლილია

"რუსეთის დღეები დათვლილია – იგი მიემართება დეცენტრალიზაციისა და დაშლისაკენ", – წერს სააგენტო "ახალი რეგიონი" და მოჰყავს ორგანიზაცია "ნაციონალური კავშირისა" და რუსული ნაციონალური ორგანიზაციების გაერთიანების "პრავაია ლიგას" ერთობლივი განცხადების ტექსტი, რომლის არსიცაა – ამ ეტაპზე ქვეყანა, ფაქტობრივად, სამოქალაქო ომის ზღვარზე დგას.

აღნიშნულ განცხადებაში რევიზია უტარდება იმას – თუ რამდენად მართლზომიერია, რომ რუსეთი ეწოდება რუსეთის ფედერაციის დღევანდელ ტერიტორიას. "თითქოს და ამისათვის ყველაფერია: ისტორია, ტერიტორია, მოსახლეობა, მაგრამ არ არის უმთავრესი რამ – სახელმწიფო. რამე თუ არანაირად არ შეიძლება უწოდო სახელმწიფო მას, რომელშიც ხელისუფლება უმეტესად დაკავებულია მხოლოდ პირადი პრობლემებით – ე.წ. "არჩევნებით", "ნაცპროექტებით" და სხვადასხვა "სელიგერებით". და როგორც მიმართვის ავტორები აღნიშნავენ, ყოველივე ამის შედეგად მოსალოდნელია ქვეყნის დეცენტრალიზაცია და მისი დაშლა, რასაც მოყვება რუსული სახელმწიფოებრიობის დამღუპველი და საბოლოო კრახი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100