ცხინვალის სკოლებში ქართული ენის სწავლა აიკრძალება
ახალი სასწავლო წლის დაწყება კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს ახალ პირობებში მოუწევთ. თუ გალის რაიონის სკოლებში აფხაზი და რუსი ოკუპანტები აპირებენ შენობებში შესახლებას, ახალგორის რუსულ სკოლაში ქართული ენის სწავლების აკრძალვაზე საუბრობენ.
სადასფსდფსდფ
სადასფსდფსდფ
ახალგორის მოსახლეობის ცნობით, იმ რუსულ სკოლებში, სადაც ბავშვები ჯერ კიდევ სწავლობენ ქართულ ენას, ახალი სასწავლო წლიდან ამის საშუალება აღარ ექნებათ.
სადასფსდფსდფ
სადასფსდფსდფ
ამ ცვლილების მიზეზი კი ის უნდა იყოს, რომ რუსულ სკოლაში ცხინვალის ტერიტორიაზე მცხოვრები რუსი ოფიცრების შვილები სწავლობენ. გარდა ამისა, რუსული მხარე მაქსიმალურად ცდილობს, შეზღუდოს იქაური ქართული ოჯახები.
სადასფსდფსდფ
სადასფსდფსდფ
"რამდენიმე დღის წინ, როცა ბავშვების მომზადება დავიწყეთ სასექტემბროდ სკოლაში წასაყვანად, გავიგეთ, რომ რუსულ საშუალო სკოლაში ქართული ენის სწავლება აიკრძალა. როგორც გვითხრეს, მიზეზი ისაა, რომ იმ სკოლაში ახალგორში მცხოვრები რუსი ოფიცრების შვილებმა უნდა ისწავლონ, აბა, იმათ ქართული ენა რაში აინტერესებთ?", – ამბობს ახალგორის მკვიდრი ოლიკო მ. "დრონი.ჯი"-სთან სატელეფონო საუბრისას.
ამავე ინფორმაციას ადასტურებენ ახალგორის სხვა მცხოვრებნი, თუმცა ღიად საუბარი არ სურთ.
ამავე ინფორმაციას ადასტურებენ ახალგორის სხვა მცხოვრებნი, თუმცა ღიად საუბარი არ სურთ.
სადასფსდფსდფ
ახალგორის ქართული მოსახლეობა ერთ-ერთმა ცხინვალურმა მედიასაშუალებამ, საველე ჰოსპიტალის მუშაობის შემაჯამებელი გაშუქებისას, ოსებად უკვე მოიხსენია: "ლენინგორის რაიონში მუშაობდა საველე ჰოსპიტალი, სადაც გამოკვლევა 1500-ზე მეტმა ოსმა გაირა".

მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს მცდელობები ცხინვალში ქართველთა მაქსიმალური შევიწროებისკენაა მიმართული.
მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს მცდელობები ცხინვალში ქართველთა მაქსიმალური შევიწროებისკენაა მიმართული.
კომენტარი