„მე ძალიან მიყვარს ჩემი გელფრენდი, მიუხედავად იმისა, რომ დედამისთან მქონდა სექსი“ (+18)
უცხოურ პრესაში გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ანონიმური ავტორი საკუთარ შეცდომებზე საუბრობს და თავის ამბავს გულახდილად ყვება. დრონი.ჯი გთავაზობთ წერილის თარგმანს:
„იმ მომენტში ნასვამი ვიყავი და ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა, თუმცა მოგვიანებით გავაცნობიერე და ახლა თავს საშინლად ვგრძნობ.
მე 27 წლის ვარ, ჩემი გელფრენდი 25-ისაა. სამი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს, ამ ხნის განმავლობაში დედამისს არ ვიცნობდი. სწორედ იმ საღამოს შევხვდი პირველად.
ჩემი შეყვარებული მამასთან იზრდებოდა, დედასთან არც ისე ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან მან მეუღლე სხვა კაცი გამო მიატოვა. როდესაც მამა გარდაეცვალა, ჩემმა გელფრენდმა მოუხშირა დედასთან შეხვედრას, რომელიც 42 წლის იყო იმ დროს. ძალიან მალე დაახლოვდნენ და ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ მე უნდა გამეცნო ის. ვახშამზე დამპატიჟეს და იქ ვიგრძენი, რომ დედამისი ურცხვად და აშკარად მეფლირტავებოდა. თავს უხერხულად ვგრძნობდი და ღვინოს ვსვამდი, რომ მოვდუნებულიყავი.
ჩემი შეყვარებული ნასვამი იყო და დასაძინებლად როცა წავიდა თავისი ოთახისკენ, დედამისმა დაიჟინა, რომ სკოჩი დაგველია, რომელიც მან საჩუქრად მიყიდა. ძლიერმა სასმელმა კიდევ უფრო შეგვათრო და მალე სექსითაც დავკავდით, სანამ ჩემს შეყვარებულს ეძინა. პროცესი ძალიან მსიამოვნებდა და თავის არიდება არც მიცდია.
მეორე დილით ორივე შევთანხმდით, რომ არავისთვის გვეთქვა ამის შესახებ, განსაკუთრებით ჩემი შეყვარებულისთვის. მართალია, შემპირდა, რომ ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ არ ვიცი ღირს თუ არა მისი ნდობა. ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - ძალიან ვნანობ ჩადენილს, ძალიან მიყვარს ჩემი გელფრენდი და ასეთი შეცდომა არასდროს დამიშვია. არ ვიცი ამაზე ფიქრი სადამდე მიმიყვანს, თავს საშინლად ვგრძნობ“.
კომენტარი