მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე "ენმ" ახალი თავმჯდომარის არჩევაზე უარს ამბობს
ნუგზარ წიკლაურმა სპორტის სასახლეში შეკრებილებს რეზოლუცია წარუდგინა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობის ვაკანტურად დატოვებას გულისხმობს.
„ვინაიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამაარსებელი და ლიდერი, რომელმაც ქართველ ხალხთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ახალ ქართულ სახელმწიფოს. ვინაიდან, მიხილ სააკაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დევნილი, მას პოლიტიკური მოტივაციით ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თავად არასოდეს უთქვამს უარი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე. ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვადგენთ არ მოხდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების, პოლიტიკურ პროცესებში სრულად ჩართვის საშუალება,“ - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ვიდეო http://rustavi2.com/ka/news/65978
კომენტარი