„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ლოიალურ მომხმარებლებს სრულიად ახალი Corolla Cross და MC Corolla წარუდგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ლოიალურ მომხმარებლებს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე
გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსია - Corolla Cross და ახალი
MC Corolla წარუდგინა.
პრეზენტაციის
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, თავად გასცნობოდნენ ახალი ავტომობილების შესაძლებლობებს. იაპონური
ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ ახალ მოდელებშიც
ინტეგრირებულია Toyota Safety Sense სისტემა, რომელიც მართვასა და პარკირებას
ამარტივებს.
გოდერძი
სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა
მოგვეცა, ტოიოტას უახლესი მოდელები ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის პირველებს
წარგვედგინა. თუ ტოიოტა კოროლას ისტორიას გადავხედავთ,ძნელი მისახვედრი
არ არის, რატომ გახდა ის მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი. გვჯერა, რომ ახალი
მოდელებიც ღირსეულად გააგრძელებენ ამ გზას. მისი წარმატების ფორმულა
ზუსტად შეესაბამება ტოიოტას ფილოსოფიასა და კაიზენის პრინციპს, რაც საქმისადმი
ერთგულებასა და გაუმჯობესებისკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. მოდელის განსაკუთრებულობას
აღიარებს არა მხოლოდ ბრწყინვალე გაყიდვები და ერთგული მომხმარებლების რაოდენობა,
არამედ ინდუსტრიის პროფესიონალები და საერთაშორისო საავტომობილო პუბლიკაციები. წლების
განმავლობაში ავტომობილს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული უსაფრთხოებისა და
სანდოობის თვალსაზრისით“.
„ტოიოტა
ცენტრი ბათუმში“ გამართულ ღონისძიებას 100-ამდე სტუმარი დაესწრო. ახალი მოდელების
წარდგენის შემდეგ სტუმრებისთვის გათამაშება გაიმართა და კომპანიამ მომხმარებლებისთვის სხვადასხვა
პრიზი გაათამაშა.
MC
Corolla და Corolla Cross
MC
Corolla - განახლებულ კოროლას ტრადიციულად სედანის ვიზუალი აქვს. ავტომობილის ექსტერიერში
სიახლე რადიატორის ახალი ცხაურა, შთამბეჭდავი დისკები და ახალი ფერებია, რომელთა შორის
განსაკუთრებულია ლურჯში გარდამავალი მწვანე შეფერილობა.
რაც შეეხება
ინტერიერს, MC Corolla-სა და Corolla Cross-ში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერი
იდენტურია. აქ დაგხვდებათ განახლებული 10.5-დიუმიანი მაღალი გარჩევადობის სენსორული
ეკრანი, რომლითაც შეძლებთ ხმოვანი ბრძანებების გაცემასა და სმარტმოწყობილობებთან დაკავშირებას. მნიშვნელოვანია, რომ კოროლა
უკვე გვთავაზობს სრულიად ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, რომელიც განახლებული მოდელის ყველა
კომპლექტაციაშია წარმოდგენილი.
Corolla
Cross - ეს
არის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი უკვე SUV ვერსიით. შეგვიძლია, ვთქვათ,
რომ მოდელის ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. Corolla Cross ექსტერიერით
კლასიკურად შესრულებული SUV-ია, მასიური ცხაურითა და ლოგოთი. სრულიად
ჰიბრიდული, 2.0-ლიტრიანი შიგაწვის ძრავითა და შთამბეჭდავი 18-დიუმიანი დისკებით.
Toyota
Corolla Cross კიდევ უფრო აძლიერებს ბრენდის საყოველთაო ავტომობილის კონცეფციას
და უფრო მეტ გასაქანს აძლევს მას C სეგმენტში. ეს არის საოჯახო ავტომობილი
მათთვის, ვინც ეძებს პრაქტიკულ და საიმედო თანამგზავრს ყოველდღიური კომფორტული გადაადგილებისთვის.
ბაზარზე გამოჩენიდან საკმაოდ მცირე დროა გასული და უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს
მოდელი საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
Corolla
Cross ავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე
არსებობდა. ერთი შეხედვით, შეიძლება C-HR-სა და Rav4-ს შორის დავაყენოთ, თუმცა
იერსახით RAV 4-თან უფრო ახლოს დგას. სასიამოვნო სიახლეა, რომ უკანა სათავსები
გაცილებით ფართო და ტევადია, რაც ნიშნავს, რომ კოროლასთან ერთად ნებისმიერ
მოგზაურობაში კომფორტულად და მოხერხებულადიგრძნობთ თავს.
Toyota
Corolla-ს უპირატესობები
აღსანიშნავია,
რომ Corolla ტოიოტას სამოდელო რიგში პირველი ავტომობილია, რომელიც მეხუთე თაობის თვითდამმუხტავ
ჰიბრიდულ ელექტროძრავებსიყენებს, რაც უკავშირდება ტოიოტას გლობალური ხედვის ნაწილს, მიაღწიოს
ნახშირბადის სრულ ნეიტრალიტეტსა და მობილობას ემისიების გარეშე. ამ თვალსაზრისითაც
შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ კოროლა კვლავაც ბრენდის საამაყო სიახლეების შემომტანია ბაზარზე.
ტოიოტა
კოროლა 1966 წლიდან იწარმოება და დღემდე 12 თაობაა გამოსული. ამ პერიოდში, ჯამში, 50-ზე
მეტი მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.
--
„ტოიოტა ცენტრი ბათუმი“
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილია, რომელიც
ბაზარზე 2020 წლიდან
ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია
მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი
მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვის
ცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომელიც
მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო
ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
კომენტარი