სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტოპ 9 მიზეზი, რის გამოც კაცებს ცოლის შერთვა არ სურთ

ძალიან ხშირად მოისმენ, რომ კაცი არ ჩქარობს ან საერთოდ არ სურს დაქორწინება. ყველაზე ხშირად სწორედ კაცობრიობის ძლიერი ნახევრის ბაგეებიდან გაიგონებ სიტყვებს: „არ მინდა, ცოლი შევირთო“, მაგრამ, ამასთან, ისინი არ ჩქარობენ ახსნან, თუ რატომ არ სურთ საყვარელ ქალთან ოჯახის შექმნა.

ამიტომ გადავწყვიტეთ, წარმოგიდგინოთ ტოპ 9 მიზეზი, რის გამოც კაცებს ცოლის შერთვა არ სურთ:

1. სავსებით გასაგები და გარკვეულწილად გამართლებული სურვილი — დარჩნენ თავისუფლები. კაცებს ეს სურვილი საკმაოდ მძლავრად აქვთ განვითარებული. მათ სურთ, რომ გვერდით ჰყავდეთ საყვარელი ქალი, რომელიც, მათი აზრით, რაღაცნაირად შეიცვლება, თუ კანონიერი ცოლი გახდება და კაცს სხვადახვა რამის გამო საყვედურს დაუწყებს.

2. ყველასთვის ცნობილი გამოუსწორებელი მარტოხელები, თავდაპირველად, სულ იმას რომ ამბობენ, ვითომ მათთვის ჯერ ადრეა, ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს დროსტარება, მერე კი აცხადებენ, რომ უკვე ძალიან გვიანია ოჯახის შექმნა.

3. ფინანსური საკითხი. საქმე ეხება პასუხისმგებლობით სავსე მამაკაცებს, რომლებიც ხვდებიან, რომ ქორწინებას სრული სერიოზულობით უნდა მოეკიდონ, რომ შემდგომ არა მხოლოდ ცოლზე, არამედ ბავშვებზე ზრუნვაც მოუწევთ. სწორედ ამ მიზეზით, კაცებს სურთ, ჯერ მუდმივი, ღირსეულიშემოსავლის წყარო იპოვონ, ბინა და ავტომობილი იყიდონ და მხოლოდ შემდეგ შეებან ოჯახის უღელში.

4. კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც პასუხისმგებლობას უკავშირდება, არის -საკუთარი თავის გარდა, ვინმე სხვაზე პასუხისმგებლობის აღება. მართალია, მამაკაცებს კაცობრიობის ძლიერ ნახევრად მიიჩნევენ, მაგრამ პასუხისმგებლობის შიში ჯერ არავის გაუუქმებია.

5. საკუთარ, ანდა გვერდით მყოფი ქალის, გრძნობებში დაურწმუნებლობა. კაცებმა შესაძლოა, საკუთარ თავს დაუსვან კითხვა, ნამდვილად გრძნობენ თუ არა ძლიერ სიყვარულს პარტნიორისადმი, უნდათ თუ არა მასთან მთელი ცხოვრების გატარება.

6. ასევე, კაცებს შესაძლოა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდეთ, მაგალითად, შეუძლიათ თუ არა საყვარელი ადამიანი გააბედნიერონ, მომავალი შვილებისთვის კარგი მამები გახდნენ. აქ მთავარია მათი დარწმუნება, რომ უკეთესს ვერავის იპოვი, რომ ყველაფერს გაართმევენ თავს.

7. არ სურთ მონოგამიურები გახდნენ. ისინი შეიძლება ძალიან თავქარიანები იყვნენ ან ჯერ კიდევ არ შეხვედროდნენ იმ ერთადერთს.

8. ხშირად დაქორწინება არ სურთ ისეთ კაცებს, რომელთაც თქვენამდე უკვე იწვნიეს წარუმატებელი ოჯახი.

9. დაბოლოს, უკანასკნელ ადგილას ფსიქოლოგებმა დააყენეს უცოლო მეგობრების ყოლა. ეს განსაკუთრებით ეხება ახალგაზრდებს, რომელთაც არ უნდათ საერთო ტენდენციებიდან ამოვარდნა და მეგობრებს ბრმად მიჰყვებიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100