სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"იოცნებე ახლა, წადი მოგვიანებით" - National Geographic-მა სვანეთი 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

National Geographic-მა საქართველო 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა.

გამოცემის შეფასებით, საქართველო იმ 25 ქვეყანას შორისაა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს. საქართველოს შემთხვევაში კონკრეტულად არის დასახელებული სვანეთის მიმართულება.

National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია "იოცნებე ახლა, წადი მოგვიანებით."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100