ფეისბუკზე დაწერა, რომ COVID-19-ით იყო ინფიცირებული, თავის დაბადების დღეს საავადმყოფოში შეხვდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა
შოტლანდიელმა მედდამ ანგელა კანინგამემ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე დაწერა, რომ COVID-19-ით იყო ინფიცირებული. ის თავისი მე-60 დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ანგელა გამოქვეყნებულ პოსტში წერდა, რომ მას არც ხველა და არც გულმკერდის ტკივილი აქვს, მაგრამ ორი დღის განმავლობაში გულისრევას უჩიოდა.
ამავდროულად, ქალი ამბობდა, რომ კუნთების ტკივილი და სხეულის დამძმება ჰქონდა, სანამ საავადმყოფოში მოათავსებდნენ.
კლინიკაში ექთანი ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
მოგვიანებით, ანგელას ძმამ სოციალურ ქსელში დის გარდაცვალების შესახებ აუწყა საზოგადოებას. ანგელა დაახლოებით 30 წელი მუშაობდა ჯანდაცვის სფეროში და, მისი ძმის თქმით, აკეთებდა იმ საქმეს, რომელიც უყვარდა.
უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა
კომენტარი