სავარაუდოდ, თბილისის ცენტრში თვითმკვლელობა მოხდა
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სავარაუდოდ, სუიციდის ფაქტი მოხდა.
როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილია მამაკაცი.
შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს, არ ადასტურებენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი