სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოცნებიდან წასვლის მსურველებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება?

ლანჩხუთშიქართული ოცნებისრაიონული ორგანიზაციის ლიდერები შტაბში და გამგეობაში იმ ადამიანებს იბარებენ, ვინცბურჯანაძე-დემოკრატებთანგაწევრიანებას აპირებენ. როგორც გურიიდან იუწყებიან მათ მსგავსი გადაწყვეტილებისგან თავის შეკავებას აიძულებენ.

როგორც ლანჩხუთში „ეროვნულების“ ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენელი გია ფირცხალაიშვილი აცხადებს რომ ვერავის შეაშინებენ და აიძულებენ რომ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ. "ვერავინ ვერ შეძლებს წინა ხელისუფლების დროს დანერგილი მეთოდებით ბრძოლას. გინდა 100 კგ იყოს ადამიანი და გნებავთ უფრო მეტიც, იცის საზოგადოებამ ვისზეც ვსაუბრობ, ვერავის შეაშინებენ და აიძულებენ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ჩვენს პარტიაში გაწევრიანება ნუ შეუშინდებიან მსგავსი ბინძური მეთოდებით მებრძოლ ხალხს და დაიცვან საკუთარი პრინციპები“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100