სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინდოელ ტყუპებს ევთანაზია ემუქრებათ

უკვე 15 წელია, ინდოეთში მცხოვრებ სიამის ტყუპები სარა და ფარახი საშინელ თავის ტკივილებს განიცდიან.

გოგონების თავის ქალები ერთმანეთს შეეზარდა, ეს კი საშინელ ტკივილს იწვევს, რომელიც მათ ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

ადრე ტყუპებს სამედიცონო დახმარებას უწევდნენ, თუმცა, ბოლო დროს შეუწყვიტეს, რადგან ოჯახს არა აქვს საკმარისი თანხა მათი მკურნალობის დასაფარად. ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობს, რომელიც ინდოეთის ჩრდილოეთში ჩაის ყიდის და თვეში 105 დოლარი აქვს. რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისი შემოსავალია იმ ოჯახისათვს, რომელშც 8 წევრია, ორი კი აბუ–დაბეს ძვირადღირებულ კლინიკაში მკურნალობას საჭიროებს.

ტყუპების მამამ მრავალჯერ მიმართა ინდოეთის ხელისუფლებას, თუმცა, უიმედოდ. ბოლოს კი ინდოეთის მთავრობას სთხოვა, ექიმებს იმის ნება მაინც მისცენ, რომ ტყუპებს ევთანაზია გაუკეთონ და ტანჯვისგან გაათავისუფლონ.

ტყუპების ბედი ახლა ინდოეთის ხელისუფლების ხელშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100