ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბათუმში, სამაშველო ოპერაციაში თავდაცვის ძალები ჩართოს
რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ბათუმში და რატომ არ გამოჰყავს ხელისუფლებას დამატებითი ძალები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების მოსაძებნად - პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ასეთ დროს, ხელისუფლებას აქვს საშუალება, გამოიყენოს თავდაცვის ძალები და სამაშველო ოპერაციაში ჩართოს ისინი.
"არ არსებობს იქ გამართული სამაშველო სამსახური, გადამზადებული ძაღლები, არ არსებობს ის მინიმალური სტანდარტები, რომლითაც ხდება მსგავსი სამაშველო ოპერაციების ჩატარება" - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.
ამ დრომდე სამაშველო სამსახური კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებს.
კომენტარი