მიხეილ სააკაშვილი: თითითაც ვერავინ შემეხება, მითუმეტეს როცა თითქმის მთლიანი პოლიცია შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენს მხარეზეა
მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა უკრაინულ ტელეკომპანია 112 Украина“-ის ეთერში განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, პირადად ჩემ შესახებ 24-სერიანი ფილმი გადაიღეს, რომელსაც ყველა თავიანთ არხზე აჩვენებენ. ეს ფილმი 20 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. წარმოგიდგენიათ, როგორ ეშინიათ ჩემი ამ მეოცნებეებს ივანიშვილის პრორუსული პარტიიდან?“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს.
„შევხედავთ შედეგებს და მივიღებ გადაწყვეტილებას, ჩავიდე თუ არა საქართველოში“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო მხარდამჭერ მიტინგზე 70 000 ადამიანი იყო გასული, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მას „თითითაც ვერავინ შეეხება“.
„ეს ნიშნავს, რომ იქ თითითაც ვერავინ შემეხება, მითუმეტეს როცა თითქმის მთლიანი პოლიცია შეიარაღებულ ძალებთან ერთად ჩვენს მხარეზე, ანუ სახელმწიფოებრიობის და კანონიერების მხარეზეა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარი