ემი ვაინჰაუზის ალბომებზე მოთხოვნა 37–ჯერ გაიზარდა
შეუდარებელი მომღერლის, ემი ვაინჰაუზის ალბომებზე მოთხოვნა, დიდ ბრიტანეთში 37–ჯერ გაიზარდა. მომღერლის რამდენიმე სიმღერამაც საუკეთესო ათეულის პირველი ადგილები დაიკავა და მათი გაყიდვების რაოდენობა 23–ჯერ გაიზარდა.
ალბომმა, „Black to Black” მსოფლიო საალბომო სივრცეში, 59–ე ადგილზე გადაინაცვლა, მისმა ძირითადმა სიმღერამ კი, 81–ე ადგილზე. მიმდინარე თვის ბრიტანული ათეულის ლიდერი, კვლავ მომღერალ ადელის ალბომი, „21“ გახდა. მისივე ალბომი, „19“ მესამე ადგილზეა. მეორე ადგილი კი უჭირავს ბიონსეს, ალბომით, „4“.
კომენტარი