„გორგიამ“ პრემიუმ კლასის იტალიური შოურუმი გახსნა
აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი და ფილები, ავეჯი, კარი, შპალერი, განათება და აქსესუარები - კომპანია „გორგია პრემიუმი“ მომხმარებელს იტალიური ბრენდების პროდუქციას სთავაზობს.
პრემიუმ კლასის იტალიური შოურუმი გუშინ, ა.წერეთლის გამზ. 140 ში გახსნა. „გეორგია პრემიუმის“ გახსნის პრეზენტაციას საგანდებოდ ამ დღისთვის ჩამოსული ევროპული ცნობილი ბრენდების - Marazzi, Duravit, Nobili, IBERO, Groche – დიზაინერები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
გორგიას დამფუძვნებლის, გია გორგოშაძის განცხადებით, აქცენტი გაკეთდა როგორც ხარისხზე, ისე პრემიუმ მომსახურებაზე.
„მომსახურება ითვალისწინებს, დროის ძალიამ მცირე მონაკვეთში სხვადასხვა ექსკლუზიური მასალების ჩამოტანა, აქცენტი მომსახირებასა და ხარისხზე გაკეთდება“,- აღნიშნა გორგიას დამფუძვნებლმა.
როგორც „გორგია პრემიუმში“ აღნიშნეს იტალიური შოუ-რუმი საშუალო და საშაუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა მორგებული.
iიტალიური შოურუმის პრეზენტაციაზე მიწვეული სტუმრებისთვის მოწყობილი საინტერესო საღამო მუსიკალურად გიგი ვანდერმა გააფორმა. ღონისძიების დასასრულს კი იტალიის დედაქალაქ რომში სამოგზაუროდ ორკაციანი საგზურიც გათამაშდა. ყველაზე იღბლიანი სტუმარი 11 წლის ლიზი გუგეშაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცნობილი დიზაინერის ლალი შაშიაშვილის შვილია.
_ თავიდან ვერც კი დავიჯერე, გული ამიკანკალდა... - ემოციებს ვერ მალავდა გამარჯვებული, რომელიც `გორგიას~ საოცარი სიურპრიზის წყალობით რომაულ არდადეგებს დედასთან ერთად გაატარებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია ამიერკავკასიაში პირველი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკრტ „გორგიას“ ახალი მიმართულებაა.
„გორგია“ საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან
წარმატებით ფუნქციონირებს.
კომენტარი