სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა განსაზღვრავს თქვენს სიღარიბეს?

არსებობს ადამიანების ისეთი ქმედების რამდენიმე გავრცელებული მიზეზი, რა დროსაც მათთვის სიმდიდრისკენ მიმავალი ყველა გზა ჩაკეტილია. განვიხილოთ ყველაზე ტიპიური შემთხვევები.

1. ნაკლებანაზღაურებადი, მაგრამ სტაბილური სამსახური
ღარიბის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანი, როგორც წესი ირჩევს დაბალანაზღაურებად, მაგრამ სტაბილურ სამსახურს, უფრო ხშირად სახელმწიფო დაწესებულებებში. მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო ყოველთვის უზრუნველყოფს, ხოლო კომერციული ორგანიზაციის შემთხვევაში არსებობს ქუჩაში დარჩენის რისკი გარკვეული დროის შემდეგ.

ადამიანს არ სჯერა საკუთარი ძალებისა და იმის, რომ მისი გამოცდილება და ცოდნა იქნება მოთხოვნადი. შედეგად, მართლაც ასე ხდება. ასეთი ადამიანები მიდიან მოსაწყენ სამსახურში, აღარ ითვისებენ ახალს, ნაცვლად იმისა, რომ გაიზარდონ და განვითარდნენ, შესაბამისად ისეთები ხდებიან, რომ ისინი „აღარავის სჭირდება“.

2. ცვლილებების შიში
ადამიანს ღარიბის ფსიქოლოგიით ეშინია ცვლილებების. მისი დევიზია - უმჯობესია გქონდეს ცოტა, ვიდრე გარისკო და შესაძლოა დაკარგო ყველაფერი. ასეთი ადამიანი არასოდეს შექმნის საკუთარ ბიზნესს, არ აითვისებს ბაზრის ახალ სეგმენტს, არ წავა მეორე უმაღლესი განათლების მისაღებად 40 წლის ასაკში და არაფრის დიდებით გადავა სხვა ქალაქში ახალი ცხოვრების დასაწყებად 50 წლისა.

3. დაბალი თვითშეფასება
ეს თვისება დამახასიათებელია ღარიბის ფსიქოლოგიის მქონე ადამიანებისთვის. საიდან ექნება მაღალი თვითშეფასება, თუკი ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ აქვს რუხი, უინტერესო სამუშაო, რომლის დაკარგვისაც ეშინია, არ აქვს ნათელი შთაბეჭდილებები, არ იცვლის ადგილს და ასევე არ აქვს საფუძვლიანი რისკები. სწორედ ის ფაქტორები, რაც გვაიძულებს პატივი ვცეთ საკუთარ თავს შრომისა და შესაძლებლობებისთვის.

ადამიანს ღარიბის ფსიქოლოგიით არ ესმის, რომ სიმდიდრე და კარგი პერსპექტივა აქვთ საქმიან ადამიანებს, რომელთაც არ ეშინიათ რისკებისა და ყველაფრის თავიდან დაწყების.

4. აქტიურობის სურვილის არქონა
ცხადია, იმისთვის რომ რაღაცას მიაღწიოთ და მიიღოთ კარგი შედეგი, აუცილებელია მუდმივად მიზნისკენ მიმართოთ ძალისხმევა. მაგალითად, განიხილოთ წინადადება საინტერესო და მაღალანაზღაურებად სამუშაოზე უფრო მეტი მოვალეობით ამჟამინდელ სამსახურთან შედარებით და ამ გზით მუდმივად გაიზარდოთ.

ადამიანს ღარიბის ფსიქოლოგიით არ სურს და არ შეუძლია (რადგან არასოდეს უცდია) გამოავლინოს აქტიურობა - ეშინია ახალი სამსახურის მოძებნის, რადგან წინასწარ იმაზე ფიქრობს რომ ვერ გაუმკლავდება; ვერ შოულობს ფულს, რადგან დარწმუნებულია, რომ არაფერი გამოუვა და ფული მაინც არ ექნება. ადამიანი პასიურია, ამიტომაც ის ღარიბია.

5. ყველა ვალდებულია
ადამიანი ღარიბის ფსიქოლოგიით დარწმუნებულია, რომ მას ღირსეულად უნდა უხდიდნენ უბრალოდ იმიტომ, რომ ის ხარისხიანად ასრულებს თავის სამუშაოს. მას ისეთი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, რომ ეყოს არსებობის, დასვენების, ბავშვებისა და საკუთარი თავისთვის. ის კი ავიწყდება, რომ თავად დათანხმდა სამუშაოს დაბალი ანაზღაურებით.

ადამიანს პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვს. მისი ფსიქოლოგიააა - რა აზრი აქვს მოძრაობას თუკი ჩემზე მაინც არაფერია დამოკიდებული? აკეთე - არ აკეთო რეზულტატი მაინც ერთია - მაინც არაფერს მივიღებ.

6. მარტივია იყო ეკონომიური
ღარიბები საკუთარ ძალებს ხარჯავენ არა იმისთვის, რომ მეტი გამოიმუშაონ, არამედ იმისთვის რომ შეინარჩუნონ. ისინი საათობით დადიან მაღაზიებში, რადგან ადარებენ ფასებს და ყიდულობენ იქ, სადაც იაფია. ისინი წერენ განცხადებებს სხვადასხვა ინსტანციებში, რათა მიზერულად მაინც შეამცირონ კომუნალური გადასახადი, მიიღონ ერთჯერადი სოციალური დახმარება, რაც მაღაზიაში ერთხელ წასვლისთვისაც კი არ არის საკმარისი. ეს ყველაფერი ნაცვლად იმისა, რომ ეს ძალისხმევა ეფექტურად დახარჯონ მოგებაზე ან კარგი სამსახურის შოვნაზე.

დააკვირდით თქვენს თავს, ხომ არ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილთაგან თუნდაც ერთი თვისება? სასწრაფოდ გათავისუფლდით მისგან თუკი რაიმე მსგავსს აღმოაჩენთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ცხოვრება და კეთილდღეობა მხოლოდ თქვენს ხელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100