საპოლიციო "რეიდების" შედეგები ასე გამოიყურება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ
დანაშაულის პრევენციის
და საზოგადოებრივი
წესრიგის დაცვის
მიზნით, მთელი
ქვეყნის მასშტაბით,
სპეციალური საპოლიციო
კონტროლი განახორციელა.
2016 წლის
18-19 თებერვალს
განხორციელებული
საპოლიციო
კონტროლის
შედეგად, დაკავებული იქნა 3 ძებნილი პირი და ქვეყანაში არალეგალურად მყოფი რუსეთის 1 მოქალაქე.
"გამოვლენილია
სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) 20 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ს 260-ე მუხლი) 15 ფაქტი; ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების (სსკ-ს 273-ე მუხლი) 24 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) 28 ფაქტი;
სამართალდამცველებმა
გამოავლინეს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
769 ფაქტი,
მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45 -ე მუხლი) 71 ფაქტი; წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე მუხლი) 7 ფაქტი; დაუმორჩილებლობა/წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) 38 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-ე პრიმა მუხლი) 34 ფაქტი; საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის სმის (ასკ-ს 171-ე მუხლი) 30 ფაქტი;
სხვადასხვა
სახის სამართალდარღვევის
589 ფაქტი.
სამართალდამცველებმა,
ჩატარებული
ღონისძიებების
შედეგად,
4 ავტომატი,
1 შაშხანა,
გადაჭრილი
სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაპსულ-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია 73 აბი "სუბუტექსი",
1 შეკვრა
"ბუპრენორფინი",
5 შეკვრა
"ბიო",
6 აბი და აბის ნატეხი "სუბოქსინი",
3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა 37 პირი, მათ შორის: 11 პირი - სსკ-ს 260-ე მუხლით, 7 პირი – სსკ-ს 236-ე მუხლით, 14 პირი – სსკ-ს 177-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ს 273-ე მუხლით, 2 პირი - სსკ-ს 353-ე მუხლით და 1 პირი - სსკ-ს 117-ე მუხლით.
კომენტარი