„კარგი რა კარგი რა..." - აი, რას წერს კლუბ „ნაინის“ გარდაცვლილ ბარმენზე გიორგი ჩიქოვანი
კლუბ „ნაინის“ გარდაცვლილ ბარმენს ბევრი მომღერალი და ცნობილი სახე იცნობდა. აი რას წერს მასზე მომღერალი გიორგი ჩიქოვანი:
„კარგი რა კარგი რა.. უპოზიტიურესი კაცი აღარ არის, როგორ დაგვწყვიტე გული...“ - წერს მომღერალი და გიორგი ლომიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში, დიდ დიღომში 27 წლის ბიჭის, გიორგი ლომიშვილის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი, მაშველებმა საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.გიორგი ბარმენი იყო და ის წლების განმავლობაში კლუბ "ნაინში" მუშაობდა. ალბათ ბევრი იცნობთ ამ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ღიმილითა და ენერგიით ემსახურებოდა კლუბის სტუმრებს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
კომენტარი