7 წლის მძიმე სნეული ამიკო პირუტყვის სადგომში ცხოვრობს.
როდესაც საშინელი ტკივილებისგან პატარა ბავშვი იტანჯება და მშობლებს მისი დახმარება არ შეუძლიათ – ეს საშინელებაა!
„ამიკო – ჩვენი პირველი შვილია, მის დაბადებამ ოჯახში დიდი სიხარული და ბედნიერება მოიტანა. ის ჯანმრთელი, ჭკვიანი, მხიარული ბიჭი იყო, ორი წლის წინ კი თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო, მას ხან გაციებისგან და ხან კუჭის პრობლემებისგან მკურნალობდნენ. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამიკოს საშინელი დაავადება – მედულობლასტომა – თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა“
სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, ამიკოს მენინგიტი დაემართა. ამის გამო სასწრაფოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა გახდა საჭირო. 3 თვე იწვა თურქეთის ერთ–ერთ კლინიკაში და ებრძოდა სიკვდილს. მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, ამიკო გადარჩა! ოპერაციის და შემდგომი მკურნალობის საფასური რომ გადაეხადათ, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს რაც კი გააჩნდათ...
საქართველოში დაბრუნებულები ავადმყოფ ბავშთან ერთად ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ, საარსებო პირობების გარეშე. ძველი ფერმის ტერიტორიაზე მდგომ საქონლის სადგომს შეაფარეს თავი. ეს დანგრეული შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია, ოთახი სავსეა ვირთხებით. აქ არც დენია არც წყალი... ამ შენობაში ცოტა ხნით გაჩერებაც კი სახიფათოა! გაუსაძლისი პირობები, მუდმივი ნესტი და სიცივე პატარა ამიკოს ისედაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
იმის გამო, რომ ამიკო საზღვარგარეთ ჰყავდათ სამკურნალოდ წაყვანილი, ოჯახს სოციალური დახმარება დროებით შეუჩერეს და სოციალური სასადილოდან საკვებსაც ვეღარ იღებენ...
„როცა ამიკო საავადმყოფოში 8 თვის განმავლობაში იწვა, მე მის გვერდით ვიყავი, სკამზე დამჯდარს მეძინა, არ ვჭამდი, რომ ფული დამეზოგა და ჩემი ბიჭისთვის სათამაშო მეყიდა. ვიცი, ეს ტკივილს ვერ შეუმსუბუქებდა მას, მაგრამ ამიკო ისეთი ბედნიერი იყო... მისი გახარებული თვალები მე სიცოცხლის და ბრძოლის ძალას მაძლევდა! ყველას უდიდესი თხოვნით მოგმართავთ, თუ გაქვთ საშუალება დაეხმარეთ ჩემს პატარა ბიჭს. ორი წლის განმავლობაში მან ისეთი განსაცდელი გამოიარა და ახლა ისეთ ტკივილებს უძლებს, რომ დიდი ადამიანისთვისაც ძნელი გადასატანი იქნებოდა. მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ, რომ ბავშვის საცხოვრებელი პირობები ცოტათი მაინც გამოვასწორო, ვოცნებობ, რომ ამიკოს ყოველთვის ჰქონდეს საკვები და წამალი. ახლა ისეთი დასუსტებულია, რომ საწოლიდან ვერ დგება...“
„ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი“ იწყებს აქციას ამიკოს დასახმარებლად. თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ამიკო მანუკიანი) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/156/
თქვენს მიერ გაღებული უმნიშვნელო დახმარებაც კი პატარა ამიკოს სიცოცხლეს უფრო გაუხალისებს!
კომენტარი