"ოცნებას" ხალხი თბილისშიც გაექცა - მოქალაქეები თავისუფლების მოედანს ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე ტოვებენ (ვიდეო)
მოქალაქეები თავისუფლების მოედანს "ქართული ოცნების" აქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლამდე ტოვებენ.
რეგიონებიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მოქალაქეები რუსთაველის გამზირამდე მივიდნენ, დაფიქსირდნენ და სწრაფი სვლით ტერიტორიას გაერიდნენ. ნაწილმა თავი გალერეა თბილისს შეაფარა, ნაწილი კი კოლმეურნეობის მოედანზე ორბელიანების ბაზარში იმყოფება.
ცნობისთვის, თბილისში, "ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყო. ამ წუთებში, რეგიონიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მოქალაქეების წინაშე პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან.
"ქართული ოცნების" ღონისძიების გამო ქალაქი სრულიად პარალიზებულია - მოქალაქეები ბოლო რამდენიმე საათია კილომეტრიან საცობში დგანან.
სატრანსპორტო კოლაფსი ბოლო ორი დღეა გრძელდება, რადგან ივანიშვილის ღონისძიების გამო დედაქალაქი ბოლო 24 საათია ჩაკეტეს.
ამასთან, "ჩემი ქალაქი მკლავს" სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მეტრო თავისუფლების მოედანზე ჩასასვლელი და ამოსასვლელი დაკეტეს, ხალხს არ უშვებენ.
კომენტარი