ყაჩაღობა და სროლა ვარკეთილში - ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისას ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" დააყაჩაღეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისმოდა სროლის ხმა. შედეგად დაჭრილია ბანკის ორი თანამშრომელი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
"ვიცი რომ გაიტანეს ბანკი, მეტი არაფერი ვიცი" - ამბობენ თვითმხილველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარი