Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია
2019
წელი სმარტფონების ინდუსტრიაში ყოველთვის დარჩება გარდამტეხ პერიოდად. ეს არის წელი, როდესაც Samsung-მა წარმოგვიდგინა მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold-ი.
კომპანია სამსუნგი დრეკადი ეკრანის ტექნოლოგიაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ზუსტად 2019-ში მოხდა პირველი „მატერიალიზაცია“, ფართო მასებისთვის გახმაურებული პრეზენტაცია, შემდგომ გაჯეტის დახვეწა და მასიურ წარმოებაში ჩაშვება.
დაკეცილ მდგომარეობაში Galaxy Fold ჩვეულებრივი 4.6-ინჩიანი სმარტფონია, მაგრამ გადაშლი და ეკრანის პარამეტრები სრულიად იცვლება და თქვენ წინაშე წარდგება
7.3-ინჩიანი, უზარმაზარი Dynamic AMOLED ეკრანი. სწორედ ეს არის დასაკეცი სმარტფონის იდეა და მომავლის ხედვაც: პატარა კომპაქტური სმარტფონის, რომლის ტარებაც ჯიბით შეგიძლიათ, მინი ზომის ტაბლეტად გადაქცევა. თავად განსაჯეთ, რაოდენ უცხო და განსხვავებულ შეგრძნებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს ასეთი მოწყობილობის ყოველდღიური მოხმარება. ის იდეალურია მულტიმედია კონტენტისთვის, გეიმინგისთვის, წიგნის წასაკითხად თუ ფილმების საყურებლად.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიას ჰქონდა მცდელობა, შეექმნა მსგავსი ტიპის მოწყობილობები, თუმცა უმეტესი მათგანი მხოლოდ პროტოტიპის ფაზაში დარჩა. სისტემურად და ტექნიკურად Galaxy Fold-ის მსგავსად დაბალანსებული დასაკეცი სმარტფონი ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს არის პრემიუმ მოწყობილობა, უძლიერესი პროცესორით, 6-კამერიანი „სეთაფით“ და ინოვაციური ფორმ-ფაქტურით, რომლის მსგავსიც არასდროს გვინახავს.
ცნობისთვის, Galaxy Fold-ი სამსუნგის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ლიმიტირებული რაოდენობით შემოიტანა საქართველოში და მისი შეძენა მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში „ალტასა“ და „ელიტ ელექტრონიქსში“ იქნება შესაძლებელი. Galaxy Fold-ის გაყიდვა დღეს, 20 დეკემბერს
13:00 საათზე დაიწყო.
აქვე შეგახსენებთ, სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა, განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან და მიიღოთ უამრავი სარგებელი, მათ შორის: ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება, ოფიციალური გარანტია, ადგილობრივ ქსელებთან სრული თავსებადობა, გარანტირებულად ახალი და ორიგინალი პროდუქტი, დამატებით აქციებში ჩართვის შესაძლებლობა (Trade-In, ეკრანის უსაზღვრო გარანტია, ა.შ.).
კომენტარი