"საპატრიარქომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეუმსუბუქოს, გადაჭრით თქვან რომ ეს ვირუსი ადამიანებს სიკვდილით ემუქრება"
საპატრიარქომ როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღება უნდა შეუმსუბუქოს. გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში. ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო, - ამის შესახებ მღვდელმონაზონმა, მამა ანდრია სარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ვიცით რომ სახელმწიფო არ ებრძვის ეკლესიას და ადეკვატური უნდა იყოს საპატრიარქოს მხრიდანაც ნაბიჯები, საპატრიარქომ უნდა შეუმსუბუქოს როგორც სახელმწიფოს, ასევე მოქალაქეებს გადაწყვეტილების მიღებაში, გადაჭრით თქვან, რომ ეს არის მავნე ვირუსი, რომელიც ადამიანებს სიკვდილით ემუქრება და ამიტომ აუცილებლობაა დარჩეთ სახლში, ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს საპატრიარქო. სახელმწიფომაც, მიუხედავად ყველაფრისა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს. ეს არ იქნება ეკლესიის და მართლმადიდებლობის დევნა. რადგან მრევლის წევრები, სასულიერო პირების გადაწყვეტილებებს მაქსიმალურად ემორჩილებიან. მათთვის მღვდლების სიტყვა ღმერთის განკარგულების ტოლფასია“, - აღნიშნა მამა ანდრია სარიამ.
კომენტარი