სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ისტორიაში პირველად: ორი პირადი ფოტოგრაფი ქალი მედვედევისა და პუტინისთვის

თანამედროვე მოთხოვნების და ახალი რეალობების გათვალისწინებით რუსეთის პირველი და მეორე პირები მაქსიმალურად ცდილობენ ევროპელ და მსოფლიოს სხვა ლიდერებს მიბაძონ: როგორც ერთ-ერთ რუსულ ბლოგზე ცნობილი ბლოგერი და ფოტოგრაფი „დრუგოი“ იტყობინება, დიმიტრი მედვედევმა და ვლადიმირ პუტინმა პირად ფოტოგრაფებად, რუსეთისა და სსრკ-ს ისტორიაში პირველად, ქალები აიყვანეს.

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის არჩევანი - „იზვესტიის“ აწ უკვე ყოფილი ფოტოგრაფი, რუსი ფოტოგრაფებისთვის კარგად ცნობილი ეკატერინე შტუკინაა, ცნობილი იური შტუკინის ქალიშვილი (თვითონ იური შტუკინი 200 წელს World Press Photo-ს პრემიის ლაურეატი გახლდათ), ხოლო პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის არჩავანი იმ ქალზე შეჩერდა, რომელიც ფოტოგრაფად მხოლოდ სიმბოლურად შეგვიძლია აღვიქვათ, სამაგიეროდ, მოდელობის დიდი გამოცდილება აქვს.

იანა ლაპიკოვას ფოტოგრაფიაში არანაირი გამოცდილება არა აქვს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინტერნეტ-გვერდს, სადაც სამოყვარულო ფოტოებს ტვირთავდა. როგორც „დრუგოი“ წერს, კულუარული ინფორმაცია პუტინის პირად ფოტოგრაფად ლაპიკოვას დანიშვნის შესახებ დღეს გავრცელდა და მას დღესვე წააშლევინეს ინტერნეტში ატვირთული ფოტოები. ამის დასამტკიცებლად „დრუგოი“ ამ ბმულს იშველიებს.

სამაგიეროდ, ინტერნეტში მრავლადა ფოტოები, სადაც ნახევრად შიშველი ლაპიკოვაა აღბეჭდილი. ფოტოგრაფის კარიერაში გადაზრდილი მოდელის კარიერა, სავარაუდოდ, თვითონ ლაპიკოვას არჩევანი არ ყოფილა: როგორც ამბობენ, პუტინმა მას ბოლო წვეულებებზე დაადგა თვალი და ძალიანაც გაუხარდა, როცა შეიტყო, რომ მოდელობის პარალელურად მოყვარული ფოტოგრაფიცაა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100