“დედოფლის დაბადების დღეა” - ნახეთ, როგორი გრანდიოზული დაბადების დღე ქონდა ლელა წურწუმიას (ფოტო)
მომღერალ ლელა წურწუმიას 12 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა. 53 წლის მომღერალი შთამბეჭდავ ფორმაშია. მან არაერთი მილოცვა მიიღო სოციალურ ქსელში მეგობრებისგან და გულშემატკივრებისგან. დღის ბოლოს კი დაბადების დღის წვეულების ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა. წურწუმიას დაბადების დღეზე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ. მათ შორის, ხატია შამუგია, ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი, ავთანდილ ცქვიტინიძე, დავით დოიაშვილი, სოფო ნიჟარაძე და სხვები. სოციალურ ქსელში დაბადების დღის წვეულების ამსახველი ფოტოები ხატია შამუგიამ გამოაქვეყნა - "დედოფლის დაბადების დღე", - წერს შამუგია.
კომენტარი